ბილი აილიშის დებიუტი დრამატულ სერიალში, რომელიც პოპ-ვარსკვლავის და მისი ფანატის რთულ ურთიერთობაზე გვიამბობს.
დრე (Dominique Fishback) ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის ნი-ჯას (Nirine S. Brown) თაყვანისმცემელია. იგი ცდილობს მის კერპს ყველაფერში მიბაძოს. ამისათვის არც ძალებს, არც დროს და არც ფულს ზოგავს.
მისი თაყვანისმცემლის არანორმალური სიჯიუტე და დაჟინებულობა აშინებს ნი-ჯას. მან აღარ იცის, როგორ მოიშოროს არაადეკვატური ,,ადეპტი”.
სერიალის შემქმნელი ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი დონალდ გლოვერია (Donald Glover). მასთან ერთად სერიალზე მუშაობდა ,,ატლანტა” -ს სცენარისტი ჯანი ნაბერსი (Janine Nabers).
სერიალის ერთ-ერთი გმირის შემსრულებელს, ბილი აილიშსს (Billie Eilish) 2021 წელს მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის და 2022 წელს ,,სიმპსონების” ეპიზოდში გახმოვანების გარდა კინოპროექტში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია. ეს მისი სადებიუტო როლია.