ჟურნალისტი ცდილობს პოლიციის დარწმუნებას სერიული მკვლელის არსებობაში, სანამ ეს უკანასკნელი შინაბერა ქალებს გუდავს.
1962 წელი. ბოსტონი. ადგილობრივი გაზეთ Record American-ის ჟურნალისტი ლორეტა მაკლაფლინი (Keira Knightley) ოცნებობს რამე ღირებული გააშუქოს გაზეთში დიასახლისების სვეტის გარდა. მას ამის შანსი მალევე ეძლევა. ლორეტა ამჩნევს, რომ სამი შინაბერა ქალის მკვლელობებს შორის რაღაც კავშირი არსებობს. იგი ცდილობს დაარწმუნოს რედაქტორი ამაში და ითხოვს შანსს კრიმინალურ ქრონიკაში თავის მოსასინჯად.
მისი სტატია უეცარ ეფექტს ახდენს საზოგადოებაზე, თუმცა პოლიცია ჯიუტად ეწინააღმდეგება ამ ვერსიას. ამასობაში ,,ბოსტონელი მგუდავი” აგრძელებს მარტოხელა ქალების მოხრჩობას საკუთარ სახლებში.
მეთ რასკინის ფილმი დაფუძნებულია მკვლელობების სერიის რეალურ ისტორიაზე, თუმცა სიუჟეტის მთავარ ხაზად მამაცი ქალების სისტემის წინააღმდეგ უშეღავათო ბრძოლა რჩება. ფილმის მთავარ გმირს ყოველდღიურად უწევს ბარიერების დაძლევა და თავისი პროფესიონალიზმის დამტკიცება, ქალების მიმართ იმ გარკვეული შეხედულეებების დამსხვრევა, დღესაც რომ აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში. ფილმის ვიზუალური სტილისტიკა რაღაც დოზით ერთფეროვანია, თხრობა გარკვეულ სისტემას მოკლებული, თუმცა საჭირო ატმოსფერო მაინც სუფევს. მკვლელის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ ქაოტურადა მოწოდებული, ასე რომ მაყურებელს თავად მოუწევს ბევრი რამის დალაგება, მკვლელის გამოვლენაც და მისი ვინაობის საბოლოო ვერსიაც მეტწილად მასზე იქნება…