ბრიტანული ტრაგიკომედიური სერიალი ორ შეუთავსებელ და ღრმად ტრავმირებულ ადამიანზე, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთს მოეჭიდონ და ცხოვრების აზრი მოძებნონ.
კასტელო მარტოხელა დედაა თავისი 10 წლის ქალიშვილით. მას პრობლემები აქვს ალკოჰოლთან, ფულთან, საცხოვრებელ ფართთან და კიდევ ბევრ რამესთან. იგი იძულებულია ნებისმიერ სამსახურს დათანხმდეს (სტრიპტიზიორი, დამლაგებელი…), რომ როგორმე თავი გაიტანოს. იგი გარეგნობითაც და გამოთქმითაც მუშათა კლასის თვალსაჩინო წარმომადგენელია.
ფაბიანი დახვეწილი ინტელექტუალია. კარგად აღზრდილი, თუმცა მოთამაშე სულის პატრონი იგი სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა ციხიდან. დედამისი პრივილიგირებული ოჯახიდანაა, რომელსაც საკმაოდ დიდი ქონება აქვს, არც ფული უჭირს და შვილსაც საკმაოდ უზრუნველყოფს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფაბიანი ტიპიური დორიან გრეია.
ესეთ უცნაურ წყვილს ძნელად თუ მოიფიქრებს კაცი, თუმცა ამ ორ ადამიანს, რომლებსაც ერთი შეხედვით არაფერი უნდა აკავშირებდეთ, გადაუწყვეტიათ ერთად იყვნენ.