დამგზავრების სცენა Terry Gilliam-ის 1998 წლის ფილმიდან Fear and Loathing in Las Vegas, Johnny Depp, Benicio Del Toro, Tobey Maguire-ის მონაწილეობით. Hunter S. Thompson- ის წიგნის მიხედვით.
რამდენიმე ფაქტი ფილმის და ამ სცენის შესახებ:
ამ სცენაში Tobey Maguire – ის მაისურზე ნახატი ეკუთვნის Ralph Steadman-ს, Hunter S. Thompson- ის წიგნის ილუსტრატორს.
ამავე სცენაში, Terry Gilliam-ის ცნობით, Tobey Maguire – ის თმა განსხვავდება მანქანაში ყოფნისას, ვიდრე სანამ ჩაისვამენ, რადგან მანქანაში ჩასმამდე სცენა გადაღებულია რამდენიმე თვით ადრე. როგორც ირკვევა მათ ვეღარ შეძლეს Tobey Maguire – ისთვის გადაეპარსათ თმა პარიკის გამოსაყენებლად, სამუშაო ხელშეკრულებაში ამ პირობის ჩამატებით უწევდათ დამატებით 15,000 $ გადახდა და ვინაიდან ფილმმა ამ დროისთვის უკვე ისედაც საკმაოდ გადააჭარბა განკუთვნილ ბიუჯეტს, გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მაკიაჟისა და გრიმის ეფექტები, ხოლო კომპიუტერული მონტაჟით მოეშორებინათ შუბლზე ხაზი, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ თანხობრივად ბევრად მეტი დაუჯდათ.
Benicio Del Toro-მ ფილმისთვის 20 კილოგრამამდე მოიმატა, როგორც თვითონ აღნიშნავს ყოველდღე რამდენიმე დონათს მიირთმევდა.
Johnny Depp-ს წიგნის ავტორმა Hunter Thompson – მა თავისი 70 იან წლების ტანისამოსი ათხოვა ფილმში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია რომ Hunter S. Thompson-ი და Johnny Depp-ი მას მერე ახლო მეგობრები გახდნენ.