ჯონათან! …
ვინსთონ! …
ჩად სტაჰელსკის 3 საათიანი, უწყვეტი ექშენი.
ტრილოგიის (უკვე კვადროლოგიის) მოყვარულებმა იციან, რომ ჯონ უიქის ფილმის ტრიუკები და საბრძოლო ქორეოგრაფია უმაღლეს დონეზე იქნება შესრულებული, ეს ფილმი ხომ წინა ნაწილების სტანდარტებითაც აღსანიშნავია, თუმცა ფილმის ახალი, მეოთხე ნაწილი სანახოებრივი კინოს და ექშენის სულ სხვა დონეს ხსნის.
ფილმი სავსეა ხელჩართული ჩხუბის, იარაღებით სროლის, ხმლებით ბრძოლის სცენებით. მისი ყოველი ტექნიკური მხარე, ოპერატორული ნამუშევარი, ფერების კორექცია, ლოკაციების დიზაინი თუ საუნდტრეკი, ახალი კოლორიტული პერსონაჟებიც კი, ეს ყველაფერი- აქამდე არნახულ ,,ექშენს” ემსახურება.
ყოველი შემდგომი სცენა წინაზე შთამბეჭდავია და ტოვებს თამაშის შთაბეჭდილებას, სადაც მთავარი გმირი სხვადასხვა ტურებში გადადის და თითქოს მისია სულ უფრო და უფრო რთულდება.
ფილმის რეჟისორი Chad Stahelski ყოფილი კიკბოქსიორია. კინოინდუსტრიაში დაიწყო როგორც კასკადიორმა და მუშაობდა Keanu Reeves ის დუბლიორად The Matrix-ის ტრილოგიაში.