დეიზი ჯონსი და The Six (Daisy Jones & The Six) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დეიზი ჯონსი და The Six (Daisy Jones & The Six)

დოკუმენტალურ სტილში გადაღებული მუსიკალური დრამა ტეილორ ჯენინკს რეიდის იგივე სახელწოდების ბესთსელერის მიხედვით.

როკ-ჯგუფი The Six 1970-იან წლებში არნახულ წარმატებას აღწევს და პოპულარობის პიკზე მყოფი უეცრად იშლება. წლების შემდეგ მისი წევრები აძლევენ ინტერვიუს და იხსენებენ იმ მოვლენათა ჯაჭვს, რამაც მათი ბენდი კრახამდე მიიყვანა.

სოლისტების როლს სერიალში სემ კლაფლინი და ელვის პრესლის შვილიშვილი – რაილი ქიოუ (Riley Keough) თამაშობს. სერიალის შემქმნელი რიზ უიზერსპუნის (Reese Witherspoon) მიერ დაფუძნებული საპროდუსერო კომპანია Hello Sunshine-ია, რომლის ანგარიშზე უკვე არის რამოდენიმე წარმატებული პროქტი ( ,,Little Fires Everywhere” და ,,Big Little Lies”).

დეიზი ჯონსი და The Six (Daisy Jones & The Six)
შემქმნელები: სკოტ ნოიშტადტერი (Scott Neustadter), მაიკლ ჰ. ვებერი (Michael H. Weber)
2023წ. (აშშ)

Total
0
Shares
წინა
Le Bal – Tango

Le Bal – Tango

| ტანგო, Ettore Scola-ს 1983 წლის უდიალოგო ფილმიდან Le Bal

შემდეგი
გაზაფხული (Spring)

გაზაფხული (Spring)

| დამოუკიდებელი კინოს სარეჟისორო დუეტის მრავალჟანრიანი და მრავალშრიანი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share