ევროპული შავი იუმორის თვალსაჩინო წარმომადგენლის, კვენტინ დუპიოს (Quentin Dupieux) ახალი კომედია ადამიანურ მისწრაფებებზე.
ალენი და მარი ორმოცს გადაცილებული, შუახნის წყვილია, რომელთაც მათი ცხოვრების ოცნების ასრულება, სახლის ყიდვა გადაუწყვეტიათ. ბროკერი მათ ქალქგარე მყუდრო სახლს სთავაზობს. სახლი კარგია და მყიდველებს აკმაყოფილებს, თუმცა აქ ერთი უცნაური ნიუანსია: სახლის ქვემოთ, სარდაფში ჩამონტაჟებულია ლუქი, რომელიც მათ წარმოდგენებს ფიზიკაზე და საერთოდ ცხოვრებაზე რადიკალურად შეცვლის…
კვენტინ დუპიოს (იგივე Mr. Oizo, ელექტრონული მუსიკოსი) ფილმის პრემიერა ბერლინის 2022 წლის კინოფესტივალზე შედგა. იგი იმ იშვიათთაგანი იყო მძიმე და ,,ძალიან” სერიოზულ ფილმებს შორის, ასე მსუბუქად, პილპილა ნარევი ირონიით რომ ეხმაურებოდა მუდმივად აქტუალურ თემებს, აღწერდა რა ადამიანის შინაგანი მისწრაფებების და სურვილების აბსურდს.