დასავლური და იაპონური კომპანიების ბრძოლა საბჭოთა თამაშის უფლების მოსაპოვებლად.
1988 წელი. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლები, გარდაქმნის პერიოდი. საბჭოთა პროგრამისტი ალექსეი პაჟიტნოვი ქმნის ვიდეოთამაშ ,,Tetris” – ს, რომელიც უდიდეს პოპულარობას იძენს არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მის გარეთაც. ლას-ვეგასის ვიდეოთამაშების გამოფენაზე ჰენკ როჯერსი, რომელიც იაპონიაში თამაშების გაყიდვითაა დაკავებული, შემთხვევით აწყდება ამ თამაშს და აენთება მისი გაყიდვების პერსპექტივით. იგი იძენს დისტრიბუციის უფლებას იაპონიის ტერიტორიაზე, რადგან დანარჩენ ქვეყნებში ამის უფლება ,,Mirrosoft”-ს ეკუთვნის. ჰენკი ასევე ახერხებს ,,Nintendo”-სთან მოლაპარაკებას თამაშის ახალ პლატფორმაზე(ჯიბის კომპიუტერი) გამოსაშვებად, რომელსაც ,, Game Boy” ეწოდება. ამის ლიცენზიისთვის იგი გადაწყვიტავს თვითონ გაფრინდეს მოსკოვში და თამაშის საბჭოთა მწარმოებლებს შეხვდეს. მას წარმოდგენა არა აქვს, რა წინააღმდეგობებს შეიძლება შეხვდეს ჯერ კიდევ რკინის ფარდებით დახურულ კომუნისტურ ქვეყანაში..
ფილმი დაფუძნებულია უმეტესად რეალურ ისტორიაზე და რეალურად არსებულ ადამიანებზე, თუმცა შოტლანდიელი რეჟისორი თავს უფლებას აძლევს გაერთოს და რიგ სცენებში 8-ბითიანი გასართობი თამაშის ელემენტები შეიტანოს, რომელიც პერსონაჟებს და მოვლენებს სერიოზულობას აკლებს, თუმცა მაინც თავშესაქცევ სანახაობად ხდის. მთავარი როლის შემსრულებლის (Taron Egerton) ქარიზმა და ენერგეტიკა კი გვაიძულებს ვუთანაგრძნოთ მთავარ გმირს და მის დაუღალავ მცდელობას მოკბიჩოს მისი წილი ,,ტეტრისი”.