რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

Only Lovers Left Alive – She’s way too good for that

Yasmine Hamdan-ის სიმღერა Hal, ნაწყვეტი Jim Jarmusch-ის 2013 წლის ფილმიდან Only Lovers Left Alive, Tom Hiddleston-ისა და Tilda Swinton-ის მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ Jim Jarmusch-ისა და Yasmine-ს შეხვედრა მარაკეშის კინოფესტივალზე შედგა, Jarmush-მა Yasmine-ს ნამღერი კერძო ივენთზე მოისმინა. ამ პერიოდში Only Lovers Left Alive-ის სცენარის წერის პროცესში იყო და იმდენად მოიხიბლა ლიბანელი მომღერლის შესრულებით, რომ ფილმში ეპიზოდური როლი შესთავაზა.

Yasmine იხსენებს – “ჯიმ ჯარმუში ჩემი ალბომის “Ya Nass”-ის ჩაწერის პერიოდში გავიცანი. ის “Only Lovers Left Alive”-ის სცენარზე მუშაობდა. ჯარმუში შეხვედრამდეც დიდი შთაგონება იყო ჩემთვის. მასთან მუშაობა ფანტასტიკურია.”

ფილმის ეს სცენა გადაღებულია ტანჟერის კაფე Baba -ში, საუცხოო ადგილი, რომელიც თავისი ძველებური და განსხვავებული ინტერიერის გამო ხშირად გამხდარა სტუმრობის ადგილი ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან Mick Jagger, Keith Richards, Bob Marley და სხვა.

FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ველური ისტორიები (Relatos salvajes)

ველური ისტორიები (Relatos salvajes)

| არგენტინული ფილმი ექვსი დაუჯერებელი ნოველისგან შედგება

შემდეგი
The Discreet Charm of the Bourgeoisie – At the Theatre

The Discreet Charm of the Bourgeoisie – At the Theatre

| ნაწყვეტი ფილმიდან The Discreet Charm of the Bourgeoisie

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share