კრიმინალური სერიალი ყოფილ პოლიციელზე, რომელიც მშობლიურ ფლორიდაში ჩასული იქაური დანაშაულებრივი სამყაროს მორევში ჩათრეული აღმოჩნდება.
ყოფილი პოლიციელი მაიკ ვალენტაინი (Edgar Ramírez) ასევე ყოფილი მოთამაშეცაა, რომელიც ამ მავნე ჩვევის გადასაგდებად ანონიმურ შეკრებებზე დადის. მისი ამჟამინდელი ბოსი კრიმინალური საქმეებითა დაკავებული და მაიკიც იძულებულია მისი დავალებები შეასრულოს, რადგან მისი მავნე ჩვევის გამო მას ბოსთან დიდი ვალი დაუგროვდა. როდესაც მისი უფროსის მეგობარი ქალი ერთ მშვენიერ დღეს მისი ,,შეყვარებულისაგან” ფლორიდაში გარბის, მაიკს ავალებენ მოძებნოს იგი და დააბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის შესრულება მაფიოზის ვალებს გაუქვითავს, მისთვის ეს მოგზაურობა ადვილი ნამდვილად არ არის. ფლორიდა ხომ მისი მშობლიური მხარეა, სადაც მისი დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები და მისი წარსული ცხოვრებაა…
კაცი ფლორიდიდან (Florida Man)
შემქმნელი: დონალდ ტოდი (Donald Todd)
2023წ. (აშშ)
ეპიზოდების რაოდენობა: 7
ეპიზოდების ხანგრძლივობა: 50–54 წუთი