დებორა კანის (Debora Cahn) ,,Homeland”- ის აღმასრულებელი პროდიუსერი, ახალი სერიალი, რომელიც დიპლომატიის ჩვენთვის აქამდე უცნობ ნიუანსებს იკვლევს.
8 ეპიზოდისაგან შემდგარი სერიალის პირველი სეზონი დიდ ბრიტანეთში აშშ-ს ახალი დანიშნული ელჩის ირგვლივ ტრიალებს. ბრიტანულ ავია გადამზიდზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის წყლებში დგას, საშინელი აფეთქება ხდება, რომელსაც ათობით ბრიტანელი მეზღვაური ეწირება. გლობალური კონფლიქტის საფრთხე მკვეთრად იზრდება. თუმცა ვისთან, ეს კიდევ გასარკვევია..?
ქეით უაილერმა (Keri Russell) მთელი ცხოვრება სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურში გაატარა და ახალ, მნიშვნელოვან დანიშვნას ქაბულში სულ რამდენიმე დღე აშორებს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას ,,სთავაზობს”. ერთი შეხედვით ძალზედ ფორმალური და უსარგებლო საქმიანობის უკან, რომელიც ძირითადად ლენტის გაჭრით, სტუმრების მიღებით და ჩაიზე მოწვევით შემოიფარგლება, სინამდვილეში ძალზედ სერიოზული გადაწყვეტილებები და შედეგები იმალება. ქეითს მოუწევს მთელი უნარების და გამოცდილების ჩართვა, რათა იმ უწვრილესს ზღვარზე ის სწორი პოზიცია შეინარჩუნოს, რასაც დიპლომატია ქვია.
,,დიპლომატი” რაღაცით გვაგონებს ,,Homeland”- ს და წააგავს ნეთფლიქსის ახალ პროექტსაც – ,,Night Agent“, რომლისგანაც უფრო მეტად საინტერესო დიალოგები და მეტი საშემსრულებლო სიღრმე გამოარჩევს, თუმცაღა არც ექშენის ნაკლებობას განიცდის.