Salma Hayek-ის ცეკვა როკ ჯგუფ Tito & Tarantula-ს სიმღერის After Dark-ის ფონზე, ნაწყვეტი Robert Rodriguez-ის 1996 წლის ფილმიდან From Dusk Till Dawn, Salma Hayek, George Clooney-ისა და Quentin Tarantino-ს მონაწილეობით. ფილმის სცენარი Quentin Tarantino-ს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ From Dusk Till Dawn ტარანტინოს პირველი ანაზღაურებადი ნამუშევარია სცენარისტის ამპლუაში. მისი წინა ფილმის, Reservoir Dogs-ის სცენარი არ ყოფილა ის, რამაც მას შესაძლებლობა მისცა ბოლომდე მიეძღვნა საკუთარი თავი როგორც სცენარისტობისთვის, ისე რეჟისურისათვის, ეს სწორედ From Dusk Till Dawn-ის დამსახურებაა.
როდესაც Tarantino-მ Salma Hayek-ს ფილმში მონაწილეობა თხოვა, გაუმხილა, რომ სცენაში 4 მეტრიან გველთან ერთად მოუწევდა ცეკვა, რაც Salma-თვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა მისი გველების შიშის გამო. Salma თავიდან უაზრე იყო სწორედ ამ შიშის გამო, მაგრამ მისი თქმით, Tarantino-ს გადაწყვეტილი ქონდა, რომ თუ ის ვერ შეასრულებდა ამ ცეკვას, ეს როლი Madonna-თან წავიდოდა. ამიტომ Hayek-მა გადაწყვიტა ამ სცენისთვის შიშის დაძლევის სტრატეგია შეემუშავებინა.
Salma Hayek-მა ცეკვა გველების შიშის გამო ტრანსში ყოფნით შეასრულა.
როგორც თავად IGN-თან ინტერვიუში აღწერს:
“ჩაიცვა ბიკინი, იცეკვო 4 მეტრიან გველთან და თან ეს ყველაფერი იყოს ბუნებრივი? მომიწია ამ გველთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჩემთვის მას გარკვეული მნიშვნელობა უნდა შეეძინა, რომ შემძლებოდა ტრანსში ყოფნა. მომიწია ჰიპნოზში გადასვლა. მხოლოდ ამ სცენას თვეები დასჭირდა მოსამზადებლად.”