ბრაზილიელი ჯულია მურატის დრამა ადამიანთა უფლებებზე, ქალთა მრავალშრიან ეროტიზმსა და ადამიანური ბუნების ბნელ მხარეებზე.
23 წლის სიმონა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. იგი აქტიურადაა ჩართული იმ დისკუსიებში, სადაც სტუდენტები და ლექტორები საზოგადოებაში ძალადობის პრობლემებს განიხილავენ. მას გადაწყვეტილი აქვს თავი ქალთა უფლებების დაცვას მიუძღვნას. დღე იგი მეგობრებთან ერთად მკვეთრად აკრიტიკებს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალის გადამეტებას ქალების მიმართ, ღამე კი სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნება, რომელიც ვებ-კამერის წინ შიშვლდება და მასტურბირებს. მისი გატაცებები სულ უფრო და უფრო ექსპერიმენტულ სახეს იღებს და სიმონაც ახალ შეგრძნებებს უხსნის კარს(სხეულს)…
რა შეიძლება მოჰყვეს მორალის ნორმების არარსებობას სამყაროში, სადაც მხოლოდ ვნება და ხორციელი სიამოვნება ბატონობს? ფილმი ერთგვარი კვლევაა ადამიანის სექსუალურობისა და იმ ზღვრისა, სადაც სექსი და ძალადობა ერთმანეთს კვეთს.