კანის ფესტივალის მონაწილე დევი ჩოუს (Davy Chou) დრამა სეულში ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად დაბრუნებულ გოგონაზე.
25 წლის ფრედი (Park Ji-min), რომელიც ჯერ კიდევ ჩვილი ფრანგმა ოჯახმა იშვილა, წლების შემდეგ სეულში ჩამოდის, რათა წარმომავლობა გაარკვიოს, მშობლები მოძებნოს და ქვეყნის კულტურას ეზიაროს.
სასტუმროში იგი ტენას (Guka Han ) გაიცნობს, რომელიც ბედნიერი შემთხვევის წყალობით ფრანგულად საუბრობს და ეხმარება ფრედს მშობლების მოძებნაში.
ფილმის შექმნისას კამბოჯური წარმოშობის ფრანგმა სცენარისტმა და რეჟისორმა დევი ჩოუმ (Davy Chou) ინსპირაცია მისი ახლო მეგობრის ისტორიიდან მიიღო, რომელიც საფრანგეთიდან კორეაში ჩავიდა მისი ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად. ფილმი ეძღვნება ხელოვნური განაყოფიერების ეთიკურ მხარეებს. ადამიანები, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, იშვიათად თუ უფიქრდებიან რას შეიძლება განიცდიდნენ მათი ნაშვილები ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საშუალება გაიცნონ მათი ბიოლოგიური მშობლები და თვითიდენტიფიკაციის პრობლემა ექმნებათ. როგორც ირკვევა, ხშირად ეს ფაქტორი ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი ხდება და ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.
სეულში დაბრუნება (Return to Seoul)
რეჟისორი: დევი ჩოუ (Davy Chou)
2022წ. (საფრანგეთი; სამხრეთ კორეა)
ხანგრძლივობა: 1 საათი 59 წუთი

