The Wolf of Wall Street - The Money Chant - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

The Wolf of Wall Street – The Money Chant

Tootski?…

ნაწყვეტი მარტინ სკორსეზეს (Martin Scorsese) 2013 წლის ფილმიდან ‘The Wolf of Wall Street’, ლეონარდო დიკაპრიოსა (Leonardo DiCaprio) და მეთიუ მაკკონაჰის (Matthew McConaughey) მონაწილეობით.

მკერდზე მუშტის ცემა და ღიღინი, რომელიც მეთიუ მაკკონაჰიმ ამ სცენაში შეასრულა იმპროვიზირებული იყო. როგორც თავად ამბობს, ყოველი დუბლის წინ ამ რიტუალს ასრულებდა მოსადუნებლად და დუბლისთვის მოსამზადებლად. გადაღების დროს ლეონარდო დიკაპრიომ ეს შენიშნა და სწორედ მან შესთავაზა გადამღებ გუნდს ჩაესვათ ეს ფრაგმენტი ფილმში და შემდეგ გამოეყენებინათ სხვა სცენებშიც, როგორც მისი პერსონაჟის რიტუალი. საბოლოოდ მაკკონაჰის მზადების ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ელემენტი გახდა. სცენაში მაკკონაჰის რიტუალის დროს შეიმჩნევა მოკლე მომენტი, სადაც დიკაპრიო კამერას უხერხულად არიდებს თავს, სინამდვილეში ამ მომენტში მან მარტინ სკორსეზეს შეხედა და მისგან “დასტური” მიიღო.

ლეონარდო დიკაპრიო (Leonardo DiCaprio) და მეთიუ მაკკონაჰი (Matthew McConaughey) ფილმიდან The Wolf of Wall Street

მაკკონაჰი იხსენებს:
“ეს ჩემი რელაქსაციის მეთოდი იყო. ამ რიტუალს ყველა დუბლის წინ ვიმეორებდი მოსადუნებლად. სამუშაო დღე დავასრულეთ, გადაღებული გვქონდა 5 დუბლი, ყველანი კმაყოფილი ვიყავით მიღებული შედეგით, მზად ვიყავით შემდეგ სცენაზე დაგვეწყო მუშაობა, როდესაც ლეონარდოს გაუჩნდა იდეა და მკითხა რას ვაკეთებდი დუბლის წინ და თუ გავიმეორებდი იგივეს სცენისთვის. ავუხსენი და ვუპასუხე “რა თქმა უნდა”. გადავწყვიტეთ კიდევ ერთი დუბლი გადაგვეღო და სცენის დასაწყისში გავიმეორე ჩემი რიტუალი, მაგრამ მახსოვს შემდეგ გავიფიქრე, მოდი ახლა სცენის ბოლოსაც გავიმეორებ იგივე რიტუალს და ვნახოთ ამყვება თუ არა ლეონარდო. დუბლი სწორედ ამ რიტუალით დავასრულეთ და ფილმშიც ეს დუბლი გამოვიყენეთ.”

მაკკონაჰის-ის ეს რიტუალი მისივე თქმით სათავეს იღებს ალი ფარკა ტურეს (Ali Farka Toure) ალბომის Talking Timbuktu-ს ერთ-ერთი სიმღერიდან “Ai Du”. ეს ალბომი ალი ფარკა ტურესა და რაი კუდერის (Ry Cooder) კოლაბორაციაა.

Total
0
Shares
წინა
Nobody – Grandpa Assassination Scene

Nobody – Grandpa Assassination Scene

| მძინარე კრისტოფერ ლოიდი, ნაწყვეტი 2021 წლის ფილმიდან 'Nobody'

შემდეგი
Jessie Ware – Begin Again

Jessie Ware – Begin Again

| Album: That!

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share