ნეთფლიქსის ,,ღამის აგენტის” პარამაუნტის კონკურენტი თრილერი შეთქმულებებზე და აგენტებზე.
ჯონ უეირი (Kiefer Sutherland) ორმოცდაათს გადაცილებული, მარტოხელა კაცია, რომელიც დალევაზე უარს არ ამბობს. კორპორატიულ შპიონაჟში გაწაფულს, რაც უფრო ახლოს ვიცნობთ ამ ადამიანს, მით უფრო მეტი არასასიამოვნო ფაქტები ტივტივდება მისი ცხოვრებიდან: ნერვული აშლილობა, დანგრეული ოჯახი, დაძაბული ურთიერთობა საუკეთესო მეგობართან და ყოფილ საქმიან პარტნიორთან. ყველაფერი კი რთული ბავშვობის ბრალია, რასაც დრო და დრო ფრაგმენტებად გვაჩვენებენ: ჯონათანის მამა ჯაშუში იყო, რომელმაც ცუდად დაამთავრა. თვითონ უეირი მართალია ფიზიკური ძალით არ გამოირჩევა, თუმცა ადამიანური ფსიქოლოგიის კარგ მცოდნედ თვლის თავს და ნებისმიერის მოქმედება სამი სვლით ადრე შეუძლია გამოიცნოს. მაგრამ ეს ნიჭი არ უშლის ხელს სახელდახელოდ გამზადებულ მახეში გაებას: მკვლელობაში ეჭვმიტანილი იგი იძულებულია მთელი მის ხელთ არსებული გამოცდილება თუ უნარები გამოიყენოს და მდევარს დაუსხლტეს, თანაც გაარკვიოს რა ხდება სინამდვილეში.
იუმორი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია ,,კურდღლის სოროს” მომხიბვლელობის, რომელიც მისი კონკურენტი ,,ღამის აგენტისგან” ზუსტად იმით განსხვავდება, რომ იგი უფრო მსუბუქად იყურება, მეტი იუმორითაა გაჯერებული და საბოლოოდ გარკვეულ აბსურდსაც მეტად მოკლებულია. სერიალის შემქმნელები, გლენ ფიკარა და ჯონ რეკუა კომედიური სცენარებით იწყებდნენ (Bad Santa), შემდგომ უკვე რეჟისურაში აფერისტებზე და თათლითურ სქემებზე შეაჩერეს არჩევანი (I Love you Phillip Morris ,; Focus; Crazy, Stupid Love) და ამიტომაც ეს ჟანრი მათთვის ძალზედ ნაცნობი და უფრო მეტიც, შინაურული გამოდგა.
კურდღლის სორო (Rabbit Hole)
შემქმნელები: გლენ ფიკარა (Glenn Ficarra) ჯონ რეკუა (John Requ)
2023წ. (აშშ)
8 ეპიზოდი | 40 – 45 წუთიანი ხანგრძლივობით