ბელფასტის პოლიციის რთული ყოველდღიურობა და ქალაქის სიმშვიდეში ჩადებული მათი დაუფასებელი ამაგი.
ბელფასტის პოლიციას ახლად მოსული სტაჟიორები ავსებენ, რომლებმაც მეწყვილეებთან ერთად უნდა იმორიგეონ და დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან პოლიციის ნიშანს ატარებდნენ. ამ ადამიანებისთვის რთულია პატრულში გატარებული ყოველი ახალი დღე, რადგან რა ტიპის გამოძახებაზეც არ უნდა მიდიოდნენ ისინი აწყდებიან აშკარა აგრესიას და ხშირად უნდობლობას პოლიციელების მიმართ. მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია: ეს მათი სამსახურია, და ამ სამსახურის უკან ბელფასტის ,,სუფთა” ქუჩები და მოსახლეობის სიმშვიდეა.
ირლანდიური ქალაქის ქუჩების და მათში მიმდინარე კრიმინალური ამბების საოცრად რეალური სურათი. პერსონაჟები კარგად დამუშავებული და გახსნილია, მსახიობების თამაში იმდენად დამაჯერებელი, რომ ერთი წუთით ეჭვი არ გვეპარება, იმაში, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. პირველი სეზონის ექვსივე ეპიზოდის რეჟისორი ჯილ ბანიეა, რომელიც აქამდე მუშაობდა (რეჟისორის ასისტენტად, მეორე რეჟისორად) ფილმებზე: ,,Kiss of the Dragon”, ,,The Transporter”, ,,The Visitors”.
6 ეპიზოდი | 60 წუთიანი ხანგრძლივობით