რეალურ ამბავზე დაფუძნებული დანიური თრილერი ჰოსპიტალში მომხდარ სერიულ მკვლელობებზე.
სერიალის მოქმედება 2015 წელს ხდება. მოქმედების ცენტრი დანიის პატარა ქალაქი – ნიუკობინგი (ფალსტერი). პოლიციის განყოფილებაში ადგილობრივი ჰოსპიტლის მედდა რეკავს, რომელიც თვლის, რომ სავარაუდოდ რომელიღაც მისი კოლეგა რამოდენიმე პაციენტის მკვლელობაშია დამნაშავე. ეს ზარი სამართალდამცავებისგან მსვლელობას იძენს და დანიის სამართლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე ხდება. პოლიციას რამოდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს შესაძლოა ბრალი მიუძღოდეს პაციენტების მასობრივ მკვლელობაში.
მინი-სერიალის შემქმნელი და რეჟისორი კასპერ ბარფოედია, რომელსაც აქამდე ძალზედ საინტერესო დეტექტივის ,,წაბლის კაცუნას” სამი ეპიზოდი აქვს გადაღებული.
მედდა (Sygeplejersken – The Nurse)
შემქმნელი: კასპერ ბარფოედი (Kasper Barfoed)
2023წ. (დანია)
4 ეპიზოდი | 45 წუთიანი ხანგრძლივობით