სერჯიო ლეონეს (Sergio Leone) 1964 წლის ფილმი ‘A Fistful of Dollars’ იყო აკირა კუროსავას (Akira Kurosawa) 1961 წლის ფილმის ‘Yojimbo’-ს არაოფიციალური და არალიცენზირებული რიმეიქი.
კუროსავა იმდენად გააღიზიანა ლეონეს მხრიდან უარის თქმამ იმის აღიარებაზე, რომ ფილმი იოჯიმბოს რიმეიქი იყო, რომ მან ლეონეს წერილი გაუგზავნა: „სინიორ, მე ვნახე შენი ფილმი. კარგი ფილმია, მაგრამ ჩემი ფილმია”. ამას მოყვა Yojimbo-ს მწარმოებელი კომპანიის, ‘Toho’-ს მხრიდან სარჩელი, რომელიც ლეონემ თავიდან არაფრად ჩათვალა, მაგრამ ბოლოს მოუწია დაეთმო ‘A Fistful of Dollars’-დან მიღებული სრული შემოსავლის 15% და 100 000 დოლარი, დამატებით ფილმის იაპონიის ბაზარზე დისტრიბუციის უფლებები კუროსავასა და ‘Toho’-ს მიენიჭა.
სცენები აკირა კუროსავას 1961 წლის ფილმიდან ‘Yojimbo’, ტოშირო მიფუნეს (Toshirô Mifune) მონაწილეობით.