რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ცრუ აგენტი (Rogue Agent)

მაიკლ ბრონერის სტატიის მიხედვით გადაღებული თრილერი უაღრესად გაწაფულ მანიპულატორზე.

James Norton as Robert Freegard and Gemma Arterton as Alice Archer in Declan Lawn and Adam Patterson’s “ROGUE AGENT.” / IFC Films.

ინგლისი, 1993 წელი. მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი რობი (ჯეიმს ნორტონი) იწყებს ბარმენად მუშაობას პაბში, რომელიც სოფლის მეურნეების კოლეჯთან ახლოს მდებარეობს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრი აიყვანეს. რობი არწმუნებს პაბში გაცნობილ სამ სტუდენტს, რომ იგი საიდუმლო სამსახურის აგენტია და სთავაზობს მათ MI 5-ის სასარგებლოდ იმუშაონ. მათი მისია იქნება აღმოაჩინონ კოლეჯში სტუდენტებს შორის ტერორისტული ორგანიზაციის წევრები და მათთან ნდობაში შევიდნენ. ისინი ენდობიან მათთვის უცხო ადამიანს, რომელსაც დარწმუნების საოცარი ნიჭი აქვს. თუმცა საიდუმლო სამსახურის ქარიზმატული აგენტის უკან სულ სხვა პიროვნება იმალება.

Gemma Arterton as Alice Archer in Declan Lawn and Adam Patterson’s “ROGUE AGENT.” / IFC Films.

ჟურნალისტი, სცენარისტი და პროდიუსერი მაიკლ ბრონერი წლები ადევნებდა თვალს რობერტ ფრიგარდის ბედს, რომელიც თავს აგენტად ასაღებდა, ადამიანებით მანიპულირებდა და ამით სარგებელს იღებდა. ფრიგარდის საქმის გამოძიების მასალებზე დაყრდნობით მან დაწერა დიდი სტატია, რომელიც გაზეთის ფურცლებზე არ გამოქვეყნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სცენარად გადაიქცა, სცენარი კი პროდიუსერებმა და დებიუტანტმა რეჟისორმა ადამ პატერსონმა აღნიშნულ ფილმად აქციეს.

ცრუ აგენტი (Rogue Agent)
რეჟისორი: დიქლან ლოუნი, დამ პატერსონი( Declan Lawn, Adam Patterson)
2022წ. (დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია)

ხანგრძლივობა: 1 საათი 55 წუთი

Rogue Agent (2022) on IMDb
78/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
The Lemon Twigs – Corner Of My Eye

The Lemon Twigs – Corner Of My Eye

| Album: Everything Harmony

შემდეგი
The Smashing Pumpkins – Empires

The Smashing Pumpkins – Empires

| Album: ATUM

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share