ოლივიე მარშალის (Olivier Marchal) კრიმინალური თრილერი.
ორი ადამიანის მკვლელობის გამოძიებას, რომელსაც პარიზის კრიმინალური ბრიგადის მეთაური რიჩარდ კროსი იძიებს უერთდება სასამართლო პოლიციის განყოფილების კაპიტანი სარა ბელიაში (Sofia Essaïdi) , რომელიც დიდი ოდენობის ნარკოტიკების გადაადგილებას აკვირდება. სარას ნარკოდილერების ბანდაში თავისი ადამიანი ჰყავს, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ნარკოტიკების გადაზიდვის საქმეში ერთვება. მარშრუტის მოულოდნელი შეცვლა დამნაშავეების და სამართალდამცველების გეგმებს საბედისწეროდ შეცვლის.
ოლივიე მარშალი, რომლის ანგარიშზე უკვე ერთი ათეული კრიმინალური დრამაა, არც ამჯერად ღალატობს ჟანრს და ევროპის მრავალეროვანი კრიმინალური დაჯგუფებების დამნაშავეობრივი ცხოვრების წვრილმანებს გვაზიარებს. ,,ზედოზირება” მართალია მოკლებულია მისი ადრინდელი შედევრების მუხტს, ,,დრაივს” და იდუმალებას, თუმცა სიუჟეტის და პერსონაჟების ჩახლართულობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ და ვისაც ერთმანეთთან პერსონაჟების დაკავშირება, კრიმინალური გარჩევები და საშუალო სირთულის პაზლების აწყობა მოსწონს, მათთვის ფილმი მიგნება იქნება.