დენიელ გოლდჰაბერის თრილერი ეკოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებზე.
ტეხასის შტატის ერთ მიყრუებულ ადგილას, მცენარეულ საფარს მოკლებულ გარემოში, მიტოვებულ სახლში ახალგაზრდების ჯგუფი იკრიბება. ყოველმა მათგანმა არაერთი მილი გამოიარა, რომ აქ ყოფილიყო. ყოველ მათგანს აქვს საპატიო მიზეზი, აქ ყოფნის, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველას აქვს. და მათი გადაწყვეტილება ისეთივე მყარი და შეუვალია, როგორც ნავთობსადენის რკინის მილები, მთელ ამ არემარეს რომ სერავს. მათი გადაწყვეტილება კი ერთია: დანაღმონ და ააფეთქონ ნავთობსადენი, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას.
რეჟისორი რიგ-რიგობით გვაცნობს თავის პერსონაჟებს, ეკოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ საფრთხეს მეორე უკიდურესი საფრთხის მეშვეობით ებრძვიან. საბოლოო ჯამში ეს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრების დინებამ და ეკოლოგიის მიმართ მსხვილი კონცერნების პოლიტიკამ ტერორიზმამდე მიიყვანა. ეს ადამიანები იძულებულები არიან იმოქმედონ, იმოქმედონ რადიკალური მეთოდებით, რადგან სხვა გზას ისინი რეალურად ვეღარ ხედავენ…
ხანგრძლივობა: 1 საათი 44 წუთი