დებიუტანტი გიიომ რენუსონის მოულოდნელი თრილერი ლტოლვილების თემაზე.
სამუელი საფრანგეთის მოქალაქეა, რომელმაც ეხლახანს მეუღლე დაკარგა და პატარა ქალიშვილს დედის გარეშე ზრდის. იტალიის ალპებში, რომელიც საფრანგეთს ესაზღვრება მას სახლი აქვს, რომელთანაც მოგონებები აკავშირებს და გადაწყვიტავს რამოდენიმე დღე იქ გაატაროს. ღამის ხმაურზე გამოღვიძებული, იგი აღმოაჩენს რომ სახლში ვიღაც შემოიჭრა, და მისდა გასაკვირად, ავღანელ ლტოლვილ ქალს – ჩეხრეს შეეჩეხება, რომელიც საფრანგეთში ცდილობს მოხვედრას. სამუელი ეხმარება მას საზღვრის გადაკვეთაში, რომელსაც ჟანდარმერიის გარდა ადგილობრივ მოხალისეთა რაზმიც აკონტროლებს.
რენუსონის ტიპიური დრამა ლტოლვილებზე, რომლებიც ევროპას მიაწყდნენ ბოლო ათწლეულებია, უეცრად სოციალური თრილერით იცვლება, რომლის საფუძველი რასიზმი და ფსევდო პატრიოტიზმია. ფილმში მორიდების გარეშეა ის სიძულვილი და აგრესია ნაჩვენები, რასაც ევროპელი ,,მაღალ კულტურული” ადგილობრივები – თავისი ქვეყნიდან იძულებით გამოქცეული ადამიანების მიმართ განიცდიან. თუმცა ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, და რეჟისორიც ფსონს იმ შეგნებულ ადამიანებზე აკეთებს, ვისთვისაც ჰუმანურობა და თანაგრძნობა ყველაფერზე მაღლა დგას.