ანგელოზთა ქალაქის ლათინური უბნის ცხოვრება.
დები – ემა და ლინი მშობლიურ ლოს-ანჯელესში ბრუნდებიან დედის გარდაცვალების გამო. ანდერძად მათ მეგაპოლისის ლათინურ უბანში მდებარე სახლი (ქვედა სართულზე განთავსებული ბარით) ხვდებათ. თითქოს მარტივია, როცა ესეთ ადგილზე გაჩერება არ გინდა, გაყიდე და შემოსული თანხით მშვიდად გააგრძელე ცხოვრება. მაგრამ საქმეში სერიოზული ხალხია ჩართული, რომლებსაც სახლთან დაკავშირებით თავიანთი გეგმები აქვთ. სანამ უმცროსი და საყვარლებთან ურთიერთობას არკვევს, მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სიტუაციაში გარკვევას უფროსი და ცდილობს…
სერიალი გაჟღენთილია ინგლისურ-ლათინური შერეული ქუჩური სლენგით, შიშველი ნატურით, სასიყვარულო ურთიერთობებით. შემქმნელებმა შეძლეს ლოს-ანჯელესის მექსიკური დასახლების ატმოსფეროს ზუსტი გადმოცემა და ისტორიის საინტერესოდ მოყოლა, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობის გარდა ბევრ სოციალურ პრობლემასაც ეხება.