ნაწყვეტი ვუდი ალენის (Woody Allen) 1979 წლის ფილმიდან ‘Manhattan’, ვუდი ალენისა და დაიენ კიტონის (Diane Keaton) მონაწილეობით.
ვუდი ალენს იმდენად არ მოეწონა თავისი ნამუშევარი, რომ United Artists-ს ამ ფილმის არ გამოშვების სანაცვლოდ, მათთვის კიდევ ერთი ფილმის, ამჯერად უჰონორაროდ გადაღება შესთავაზა.
როგორც ალენმა მოგვიანებით აღნიშნა: „უბრალოდ ვფიქრობდი: „ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, თუ ეს საუკეთესოა, რაც შემიძლია გავაკეთო, ფილმების გადასაღებად ფული არ უნდა გადამიხადონ“.
შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმი მიიჩნია როგორც “კულტურულად მნიშვნელოვანი” და 2001 წელს ფილმების ეროვნულ რეესტრში შეინახა.
‘Manhattan’ ვუდი ალენისა და დაიენ კიტონის რვა კოლაბორაციიდან ერთ-ერთია.