მსუბუქი ფრანგული კომედია მრავალსულიანი ოჯახის შიდა პრობლემებზე.
ენი კასტილიონი ოთხი შვილის დედაა, რომელიც ყურადღებას უთმობს თავისი შვილების აღზრდას და მისი აზრით ყველა მათი საიდუმლო და გულისწადილი ზეპირად იცის. ყოველდღიურ ცხოვრების რეჟიმს, რომელსაც დაწყობილ-დალაგებული ძნელად თუ ეთქმის, არღვევს ერთი აღმოჩენა: ენი სახლის საპირფარეშოში ორსულობის ტესტს პოულობს, რომელზეც დადებითი მარკაა. ნათელია, მისი ახლო წრიდან ვიღაც დაფეხმძიმდა, და ეს სასწრაფოდ გასარკვევია, რადგან ენის ბიჭები ჯერ კიდევ მოუმზადებლები არიან ოჯახური ცხოვრებისათვის და მათთვის ეს სიმძიმე ადრეა. ეჭვის ქვეშ ოჯახის ყოველი წევრია…
ფრანგი სცენარისტის და რეჟისორის ემანუელ პუერ-არნოს რიგით მეორე ფილმი მსუბუქად და საინტერესოდ გვიხსნის ფრანგული თანამედროვე ოჯახის შიდა სამზარეულოს (საძინებლის) ნიუნასებს და ყოფითობას, რომელიც შორსაა შაბლონებისგან და თამაშის თავისი დადგენილი წესები აქვს. ეს ყველაფერი ფრანგული კინოსთვის დამახასიათებელი დახვეწილი იუმორითა და მგრძნობიარე სცენებითაა სავსე, რომელსაც ზურგს მსახიობების კარგი თამაში უმაგრებს.