რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

კორსაჟი (Corsage)

მარი კროიცერის პოსტმოდერნისტული ისტორიული დრამა ავსტრიის პრინცესა ელისაბედზე.

მისი უდიდებულესობა ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოზეფის მეუღლე, ავსტრიის პრინცესა – ელისაბედ ბავარიელი ყოველთვის გამოირჩეოდა სილამაზით და ჩაცმის სტილით, კეთილშობილებით, ასევე მისი სიყვარულით ბუნებისა და ცხენით ჯირითის მიმართ. მასში შემოპარულ მოწყენილობასა და ირონიას ოფიციალური წვეულებების და საერთოდ ყოველგვარი ოფიციოზის მიმართ ნაწილობრივ აქარწყლებს მისი მუდმივად თანმხლები დიდგვაროვნები, მისი შვილები და რამოდენიმე დაახლოებული პირი, როცა მისი ურთიერთობა იმპერატორთან ოფიციალურ საუბრებს იშვიათად სცდება. სისი (ავსტრიის პრინცესას მეორე სახელი) სადაცაა 40 წლის გახდება, მას კი შეგრძნება აქვს, რომ იგი შეზღუდულია როგორც არასდროს, შეკრულია მონარქისტული წნეხით, მსგავსად მისი ვიწრო სულისშემხუთავი კორსაჟისა…

ათწლეულებია, სისი რჩება კინემატოგრაფისტების ერთ-ერთ საყვარელ და მიმზიდველ პერსონაჟად. იგი მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა თაობის აღიარებულმა მსახიობებმა განასახიერეს მეტნაკლებად ცნობილი რეჟისორების ფილმებში. მისი პერსონის მიმართ ყურადღება არა და არ ნელდება. მარი კროიცერმა ადრინდელი კინოსახე – ზღაპრული ფერია, ასევე სხვა ზღაპრული გმირის კონკიასავით გარდასახა და აბსოლუტურად სხვა რაკურსით წამოადგინა. მისი ელიზაბეთი მონოტონური წვეულებებისგან გადაღლილი, თავისუფლებაშეზღუდული, მაგრამ მისი მოტრფიალე, არაჩვეულებრივი სილამაზის, და ამასთანავე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ქალია, რომელსაც კორსაჟი ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ფილმში მრავლადაა პოსტმოდერნისტული ჩართვები, იქნება ეს თანამედროვე ტრეკები თუ არქიტექტურული პეიზაჟები, თუმცა ეს ყველაფერი ისე ორგანულადაა შერწყმული ისტორიულ სინამდვილესთან, ძალზედ ბუნებრივად, ესთეტიურად გამოიყურება, რომლის ცენტრი და ცენტრი მთავარი როლის შემსრულებელი ვიკი კრიპსია, ვისი ვირტუოზული თამაშიც კანის ფესტივალზე ჯილდოთი აღინიშნა.

კორსაჟი (Corsage)
რეჟისორი: მარი კროიცერი
2022წ. (ავსტრია)

ხანგრძლივობა: 1 საათი 54 წუთი

Corsage (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Foo Fighters – Show Me How

Foo Fighters – Show Me How

| Album: But Here We Are

შემდეგი
Children of Men Cafe Bomb Blast

Children of Men Cafe Bomb Blast

| ნაწყვეტი ალფონსო კუარონის 2006 წლის ფილმიდან 'Children of Men'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share