მსუბუქი იუმორით გაჯერებული, მოულოდნელად სასიამოვნო და გულწრფელი ავსტრალიური სერიალი.
ყველაფერი იწყება ისე, როგორც დიდ სასიყვარულო ისტორიებშია: 29 წლის სტუდენტი გოგონა ეშლი მიიჩქარის სემინარზე კლინიკაში, როცა შუახნის ასაკის მამაკაცი გორდონი მანქანას აჩერებს, რათა გზაზე გადასვლის საშუალება მისცეს მას. მადლობის მოხდის ორიგინალური ჟესტის შემდეგ ეშლის უკნიდან შეჯახების ხმა ესმის. ავარიის მსხვერპლი უპატრონოდ მოსეირნე ძაღლია, რომელიც ახალგაცნობილებს სასწრაფოდ ვეტერინართან მიჰყავთ…
სერიალის შემქმნელები ჰარიეტ დაიერი და პატრიკ ბრემელი მთავარ როლებს ასრულებენ მასში. ისინი რეალობაშიც ცოლ-ქმარი არიან. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, გვენახა რეალური წყვილის თამაში სხვადასხვა ფილმებში (,,ფართოდ გახელილი თვალები”; ,,მისტერი და მისის სმითები”) და ეს მეტნაკლებად ადგებოდა აღნიშნულ პროექტებს, რასაც ვერ ვიტყვით წყვილების შემდგომ კავშირზე. ,,Colin from Accounts”-ში წყვილის თამაში ნამდვილად გამორჩეულია, იგრძნობა რა ის ქიმია შეყვარებულ ადამიანებს რომ ემართებათ და თან დასდევთ, და ეს მეტ დამაჯერებლობას აძლევს მათ თამაშს, და რა თქმა უნდა იმ ისტორიას, რასაც ვუყურებთ.