რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ფუბარი (FUBAR)

კომედიური ექშენი საიდუმლო აგენტებზე არნოლდ შვარცნეგერით მთავარ როლში.

Arnold Schwarzenegger and Monica Barbaro in FUBAR

ლიუკ ბრუნერი გამოკვეთილი ავსტრიული აქცენტით მოლაპარაკე საპენსიო ასაკს მიღწეული მამაკაცია. მისი სამუშაო ფიტნეს აღჭურვილობის გაყიდვების კომპანიაში ბევრ დროს ართმევდა და ამან მისი ქორწინება შეიწირა, მაგრამ ლიუკი აპირებს პენსიაში გასვლას და ყველაფრის მოგვარებას პირად ცხოვრებაში: მის ყოფილ მეუღლესთანაც შერიგებას და თავის ქალიშვილთან უფრო მეტად დაახლოებას. მაგრამ პენსიაში გასვლამდე ერთი საქმე დარჩა გასაკეთებელი, მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მხოლოდ ისეთ გამოცდილ პროფესიონალს შეუძლია შეასრულოს, როგორიც ლიუკია. სინამდვილეში ლიუკი ხომ ცენტრალური სადაზვერვო უწყების ფასდაუდებელი აგენტია, რის შესახებ ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იციან…

სერიალი სიუჟეტით ძალიან გვაგონებს ჯეიმს კემერონის ,,მართალ სიცრუეს”, იგივე არნოლდ შვარცნეგერით მთავარ როლში, თუმცა მომენტებში ,,მისტერ და მისის სმითების” აურაც დაჰკრავს. მარტივად რომ ვთქვათ, ნიკ სანტოროს სერიალი თითქოს უკვე კარგად ნაცნობი კომედიური ექშენების საინტერესო მიქსია და აუცილებლად მოეწონება, ვისაც ჯაშუშებზე სერიალები მოსწონს და რა თქმა უნდა მათაც, ვისაც არნის ხუმრობები მოენატრა.

https://www.youtube.com/watch?v=f6A56zcGeWE

ფუბარი (FUBAR)
შემქმნელი: ნიკ სანტორა
2023წ. (აშშ)

ეპიზოდის ხანგრძლივობა: 45–59 წუთი

FUBAR (2023) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
იო (Eo)

იო (Eo)

| კანის კინოფესტივალის ოქრო პალმის ნომინანტი, მელანქოლიური პატარა ვირის

შემდეგი
Janelle Monáe – Lipstick Lover

Janelle Monáe – Lipstick Lover

| Album: The Age of Pleasure

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share