ნაწყვეტი ემერიკ პრესბურგერისა (Emeric Pressburger) და მაიკლ პაუელის (Michael Powell) 1947 წლის დრამა/მელოდრამიდან – ‘Black Narcissus’, დებორა კერისა (Deborah Kerr) და კეტლინ ბაირონის (Kathleen Byron) მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ფონებად გამოყენებულია გადიდებული შავ-თეთრი ფოტოები, რომლებსაც შემდეგ ფერები სამხატვრო ჯგუფმა ფერადი ცარცების საშუალებით შესძინა.
გადამღები ჯგუფის დიდ ნაწილს, მათ შორის მსახიობებს სცენარის წაკითხვის შემდეგ ეგონათ, რომ ფილმის გადაღებებისთვის ჰიმალაიზე გამგზავრება მოუწევდათ, მაგრამ ეს გასაოცარი პეიზაჟები, ხედები და ფონები მთლიანად მინიატურების, ზემოთ ნახსენები ფოტოებისა და შუშაზე მხატვრობის გამოყენებით სტუდიაში შეიქმნა.
მიღებული შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ჰიმალაის ადგილობრივ მოსახლეებსაც კი, მათ ვისაც იმ ადგილებში წლები უცხოვრიათ, ნამდვილი ეგონათ.