ფრანგული ანტიუტოპია, ადამიანების მუტაცია იქს-ადამიანების სტილში, სოციალური კომენტარით
The Animal Kingdom-ის პრემიერა შედგა 2023 წლის სანდენსის კინოფესტივალზე. რეჟისორ თომას ქეილის სამეცნიერო ფანტასტიკა, დრამატული სათავგადასავლო ფილმი, მოგვითხრობს სამყაროზე, რომელზეც გადაიარა მუტაციების ტალღამ. მუტაციამ თანდათანობით გადააქცია ადამიანები ცხოველებად ან ცხოველისმაგვარ ურჩხულებად. სიუჟეტი მოგვითხრობს ფრანსუასა და მის 16 წლის ვაჟზე, ემილზე, როდესაც ისინი იწყებენ ძიებას ფრანსუას მეუღლის გადასარჩენად, რომელიც აგრეთვე მუტანტია. ხოლო როდესაც ეს არსებები უჩინარდებიან ახლომდებარე ტყეში, მათი მოგზაურობა სამუდამოდ შეცვლის მამა-შვილის ცხოვრებას. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ რომენ დურისი, პოლ კირხერი და ადელ ეგზარქოპულოსი. “ცხოველთა სამეფოს” კრიტიკოსებიც დადებითად გამოეხმაურნენ თავისი უნიკალური სიუჟეტისა და თემატური სიღრმის გამო. The Animal Kingdom ეხება ეკოლოგიურ საკითხებს და “სხვაობის” ცნებას, ამასთანავე შეისწავლის და იკვლევს მამა-შვილური ურთიერთობის დინამიკას. ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა კანის 76-ე კინოფესტივალზე და მოიპოვა რამდენიმე ჯილდო, მათ შორის საუკეთესო კინემატოგრაფია და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები “სეზარის” 49-ე დაჯილდოებაზე.
“ცხოველთა სამეფო” ფილმია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ კატეგორიზაციას. ის იკვლევს ფანტაზიისა და მაგიის სფეროს, ხოლო რეჟისორი ქეილი ნიუანსურად უდგება კინოს ფაბულას. მიუხედავად იმისა რომ, ზოგიერთი მოვლენა შეიძლება იყოს პროგნოზირებადი, ფილმი მაინც ახერხებს გაოცებას, გვთავაზობს ისტორიას, ორიენტირებული ოჯახის გარშემო, რომელიც ებრძვის მონუმენტურ, მსოფლიო ცვლილებებს. საბოლოო შედეგი არის ღრმად ემოციური, ამაღელვებელი და ოსტატურად შემუშავებული კინემატოგრაფიული სანახაობა, რომელიც თქვენს გონებაში დიდხანს დარჩება.
ფილმის მთავარი გმირები, მამა-შვილი ფრანსუა და ემილია, რომელთა ცხოვრებას იდუმალი ფენომენი არღვევს. ეს მოვლენა კი გარკვეულ გავლენას ახდენს ლანაზე, ფრანსუას ცოლსა და ემილის დედაზე. ეს უკანასკნელი განიცდის ტრანსფორმაციას ცხოველად, მდგომარეობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, აშკარა მიზეზის გარეშე. ეს ტრანფორმაცია კი ქმნის დაძაბულობას ფრანსუასა და ემილს შორის, რაც ისედაც ქაოტურ ფონს უფრო ამძაფრებს, დაახლოებით როგორც ზომბი აპოკალიფსი, რომელიც მთელ ქვეყანას ძირავს. მუტაციათა გარშემო არსებული გაურკვევლობა აჩენს კითხვებს მათი წარმოშობის შესახებ, არიან თუ არა ისინი გადამდებები და წარმოადგენენ თუ არა საფრთხეს მუტირებული ინდივიდები. ემილის ნაწიბური, რომელიც მან დედის ტრანსფორმაციის ადრეულ ეტაპებზე შეიძინა, ემსახურება როგორც რისკების შეხსენებას. ამ ამოუცნობი ეპიდემიის შიში დიდია, რადგან ადამიანებიც მსგავსი, შესაძლო ბედის წინაშე დგანან.
ფრანსუა და ემილი ცდილობენ მოერგონ ახალ გარემოს, ლანას ტრანსფორმაციასთან ერთად. მამა პოულობს ახალ სამუშაოს, ხოლო შვილი ახალ სკოლაში გადადის, რაც განვითარებულ მოვლენებს, გასხვავებულ პერსპექტივებს აძლევს. ემილის თანაკლასელებიდან ზოგი ემხრობა კაცობრიობის ევოლუციას, ხოლო ზოგიც, განსაკუთრებით მოზარდები ფრანსუას სამუშაო ადგილზე გმობენ ტრანსფორმირებულ ინდივიდებს და მოიხსენიებენ მათ როგორც “ურჩხულებს” ან “არსებებს”, რაც ხაზს უსვამს გავრცელებულ შიშს და ცრურწმენას. ეს თემა ემსახურება როგორც მტკივნეულ პარალელს რასიზმთან, სექსიზმთან და რელიგიურ შეუწყნარებლობასთან, რეალურ სამყაროში არსებულ საკითხებთან, რაც ერთგვარ სიღრმეს მატებს ფილმის თხრობას. სკოლაში, ემილი ნელნელა ინტერესდება ნინათი, მისი თანაკლასელით, მაგრამ იგი ცდილობს ფრთხილად დაუახლოვდეს მას, მუტაციათა გაბატონებული ცრურწმენების გამო. რთულია ადგილობრივებთან კავშირის დამყარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს პირად მუტაციებთან. ერთ დილას, ფრანსუა და ემილი ხვდებიან ადგილობრივ პოლიციელს, ჯულიას, მას შემდეგ, რაც მანქანა, რომელსაც მუტანტები გადაჰყავდა, მათ შორის ემილის დედაც, გზიდან გადავიდა და არსებები უბრალოდ ტყეში განთავისუფლდნენ. თავდაპირველად, როცა მამა-შვილი ლანას მუტაციას ებრძოდა, ისინი მალევე მიხვდნენ, რომ მათი საერთო ტრავმა აახლოებს მათ და აუმჯობესებს მათ ურთიერთობას. სწორედ მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი დალაგდა, ემილი ამჩნევს საკუთარი მუტაციის პირველ ნიშნებს.
პოლ კირშერი, რომელიც ემილს განასახიერებს, კინოინდუსტრიაში ახალბედა მსახიობია, მაგრამ ის უპრობლემოდ თამაშობს თავის პერსონაჟს. პოლი ხიბლავს მაყურებელს, დამაჯერებლად გადმოსცემს თავისი გმირის პრობლემებს, უნერგავს ნდობას მის სიმარტივეში, როგორც ბავშვი, რომელსაც მშობლების გამოწვევებში ნავიგაცია უწევს. როცა ის იწყებს საკუთარი იდენტობის გარკვევას, თქვენ აღმოაჩენთ რომ მას კიდევ უფრო ემხრობით. კირშერის შესრულება გაორმაგებულია შესანიშნავი მაკიაჟით, კოსტიუმებით და მისი პერსონაჟის ფიზიკურობისადმი ზედმიწევნითი ყურადღებით. ეს ელემენტები კი ნამდვილად აცოცხლებს პერსონაჟს ეკრანზე.
დროთა განმავლობაში, ტრანსფორმაციები “ცხოველთა სამეფოში” ვითარდება, თანდათანობით შლის კაცობრიობის ყველა ნიშანს, ინფიცირებულ ინდივიდებში. ემილისა და ფრანსუას თავდაპირველი შოკი – მუტანტი ფრინველ-კაცის გამოსვლით მანქანიდან, რომელიც ძალიან წააგავს სასწრაფო დახმარებისა და ცხოველთა კონტროლის ფურგონს, ნელ-ნელა სხვანაირ ელფერს სძენს ტყეში განმეორებითი შეხვედრისას. ის რაც ამ არსებებს ერთგვარ ინტრიგას აძლევს, მათი უნიკალური მახასიათებლებია, რომელსაც თითოეული მუტანტი ავლენს. ეს კი ქმნის ემილის ტრანფორმაციის საფუძველს და მაყურებელს აინტერესებს თუ როგორი ცხოველი გახდება მუტაციის შემდგომ.
რაც უფრო ვუღრმავდებით ემილის გაჭირვებას, “ცხოველთა სამეფოში” დაძაბულობა იზრდება. თუმცა ფილმი ერთგვარ მეტამორფოზას განიცდის, გადადის სხვა ნარატიულ სახეობაში და ხდება მტკივნეული ასაკობრივი ამბავი გარდატეხის ასაკის შესახებ. ფილმი კარგად იკვლევს იდენტურობის ძიებას, როდესაც ადამიანი გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას, ხოლო სწრაფ გადასვლას საზოგადოების მიმღებლობიდან გაუცხოებაზე – მოჰყვება პანიკა და თანაგრძნობაც მცირდება. The Animal Kingdom ასევე ახერხებს ორი ე.წ. ჰიბრიდის შერწყმას: გარემოსდაცვითი გზავნილისა და გულთბილი ამბის, რაც თავის ისედაც მდიდარ ნარატივს სირთულისა და სიღრმის ფენებს მატებს.
“ცხოველთა სამეფო” თემებითა და იდეებით მდიდარი ფილმია, თუმცა მომენტებში სწორედ ეს იდეები შესაძლოა დამღლელი გახდეს და კინოც თავის თავში ჩაიკარგოს. მიუხედავად პერიოდული ტემპის პრობლემებისა, რამაც შესაძლოა ზოგიერთი თემის განუვითარებლობის შეგრძნება დატოვოს, საერთო მოგზაურობა დამაჯერებელი და საინტერესოა. ფილმი ახერხებს დახვეწილად ჩაერთოს მესიჯში ეკოლოგიისა და კაცობრიობის ბუნებასთან ხელახლა დაკავშირების აუცილებლობის შესახებ. ამ ნარატიულ სურათში კი მნიშვნელოვანია ფრანსუასა და ემილის ურთიერთობა. ხოლო ფრანსუას ბრძოლა ცოლის გაუჩინარებასთან და ემილის მიერ მისი ტრანფორმაციის თანდათანობითი მიმღებლობა ქმნიან ე.წ. ფილმის ემოციურ ბირთვს.
მიუხედავად იმისა, რომ The Animal Kingdom-ის ზოგიერთი თემა შეიძლება ნაცნობი იყოს, თომას ქეილის, როგორც მთხრობელის ოსტატობა შთამბეჭდავია, ის ქმნის დამაჯერებელ ნარატივს, რომელიც მაყურებელს ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მიჰყავს. თქვენც, მაყურებელი ფილმის მთავარ გმირებთან ერთად გამოხვალთ როგორც შეცვლილი ადამიანი, დაუძლეველი სურვილით, დაუკავშირდეთ საყვარელ ადამიანებს და სამყაროს სხვა თვალით შეხედოთ. “ცხოველთა სამყარო” გაგაბრაზებთ, გაგაცინებთ, დაგიპყრობთ, შეგაშინებთ კიდეც. და სწორედ ეს არის ამ ფილმის მაგიურობა.
ცხოველთა სამეფო (The Animal Kingdom)
რეჟისორი: თომას ქეილი (Thomas Cailley)
ხანგრძლივობა: 2 საათი