წიგნების დაწვა, ნაწყვეტი რეი ბრედბერის (Ray Bradbury) რომანის მიხედვით გადაღებული ფრანსუა ტრუფოს (Francois Truffaut) 1966 წლის ფილმიდან – ‘Fahrenheit 451. ჯული ქრისტის (Julie Christie), ოსკარ ვერნერის (Oskar Werner) და სირილ კიუსაკის (Cyril Cusack) მონაწილეობით.
ბრედბერის რომანი მოგვითხრობს საზოგადოებაზე მომავალში, რომელსაც აკრძალული აქვს კითხვა და მეხანძრეების სამუშაო მდგომარეობს აღმოაჩინონ წიგნები და დაწვან. ფარენჰეიტი 451 არის ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის.