ფურიოსა: შეშლილი მაქსის ქრონიკები (Furiosa: Mad Max Saga) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ფურიოსა: შეშლილი მაქსის ქრონიკები (Furiosa: Mad Max Saga)

ჯაჭვები, ცეცხლი, ქვიშა და სისხლი: მარტოხელა შურისმაძიებლის სახიფათო ოდისეა ახალ პოსტ-აპოკალიფსურ ბლოკბასტერში

ანია ტეილორ-ჯოი (Anya Taylor-Joy) ფილმიდან – ‘ფურიოსა: შეშლილი მაქსის ქრონიკები (Furiosa: Mad Max Saga)’

მას შემდეგ, რაც ატომურმა ომებმა გაანადგურა მსოფლიო, ცივილიზაციათა უმეტესობა განადგურდა და კაცობრიობა დაუბრუნდა ტომობრივ, პრიმიტიულ ყოფას. ხოლო ავსტრალიის გულში სასწაულებრივად გადარჩა დასახლება Green Lands , სადაც გადარჩენილი ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ქალთა ლიდერობის ქვეშ. მწვანე ტყეებს შორის ატამი და სხვა კულტურები მოჰყავთ. ფურიოსა სწორედ ამ უდაბნო/სამოთხეში გაიზარდა. თუმცა, მისი ბავშვური მოუსვენრობის გამო ის უსიამოვნებაში ეხვევა: ფურიოსას იტაცებს დემენტუსი (კრის ჰემსვორთი), საკულტო ლიდერი და მეომარი, რომელიც სამი მოტოციკლისგან შემდგარი რომაული ეტლით გადაადგილდება. გოგონას გადარჩენა დედამ სცადა, მაგრამ ამაოდ და საბოლოოდ იღუპება ტირანის ხელში. თუმცაღა სიკვდილამდე მან ფურიოსას ატმის თესლი მიანდო და მოუწოდა, შეენარჩუნებინა თავისი სანუკვარი თავშესაფარი.

გადის წლები, დემენტუსი ცდილობს გააფართოვოს თავისი ძალა. მომთაბარეთა რაზმით ის უპირისპირდება Immortan Joe-ს (ლეშეი ჰულმე), ციტადელის მმართველს. ციტადელი კი წარმოადგენს მთის ქალაქს, სუფთა წყლით. თუმცა კონფლიქტი მალევე მოგვარდა: დემენტუსი იპყრობს Gastown-ს, საწვავის მწარმოებელ ციხესიმაგრეს და მოელაპარაკება Joe-ს. თავდასხმის სანაცვლოდ, დემენტუსი ჰპირდება საკვების მარაგს და სთავაზობს ტყვე ფურიოსას. (ანა ტეილორ-ჯოი) ციტადელში მცხოვრები ფურიოსა არასოდეს ივიწყებს დემენტუსზე შურისძიების სურვილს და სახლში დაბრუნების ოცნებას.

თუ შევავლებთ თვალს 2024 წლის ყველაზე მოსალოდნელი ბლოკბასტერების სიებს, უმეტესობა მათგანი ცნობილი ფრენჩაიზის გაგრძელებაა. ხშირად, წარმატებული პროექტის გაგრძელების სურვილი იწვევს იმავე ისტორიის ხელახლა გამეორებას. (ამის კარგი მაგალითი იქნებოდა – Jurassic World-ის ბოლო ნაწილი) Furiosa: Mad Max Saga თავისუფლად შეიძლებოდა მოხვედრილიყო შემოქმედებითი სტაგნაციისა და ჰოლივუდის სიხარბის ამ ხაფანგში, რომ არა რეჟისორ ჯორჯ მილერის ნიჭი. მისი ორიგინალი Mad Max-ის ტრილოგია (1979-1985) კარგად ასახავდა იმდროინდელ შიშებს ცივ ომთან დაკავშირებით და 70-იანი წლების საწვავის კრიზისებს. თუმცა მეოთხე ფილმმა (ან ქვადრიქველმა) Fury Road ყურადღება გადაიტანა ე.წ. პროფემინისტურ პერსპექტივაზე, რითაც მეომარი ფურიოსა (შარლიზ ტერონი) ცენტრალურ პერსონაჟად აქცია. პერსპექტივის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი ევოლუციაა პოსტ-აპოკალიფსური ჟანრისთვის, სადაც როგორც წესი დომინირებს ჰიპერმასკულინური ფიგურები. Fury Road-ში მილერი თითქოს აკრიტიკებს მასკულინურობის კულტს, დაუცველი Immortal Joe-ს სახით, რომლის დაუძლურებული სხეული მუდმივ ზრუნვას მოითხოვს, ხოლო ახალაგზრდა და იდეალისტი ფურიოსასთვის იდეალური სამყარო – ზედმეტი სისხლისღვრის გარეშე არსებობს.

Furiosa: Mad Max Saga მუშაობს როგორც სპინ-ოფად, ისე პრიქველად, აფართოებს ფრენჩაიზის სამყაროს და “ამაღლებს” “ექშენს” ცივილიზაციის კოლაფსის და აღორძინების მასშტაბებზე. ჯორჯ მილერი საინტერესოდ აყალიბებს ტირანი ლიდერების ნარატივს და მარტოხელა ფიგურის დაუმორჩილებლობას სასტიკი სისტემის წინააღმდეგ. სიუჟეტის ელეგანტური სტრუქტურა შემოიფარგლება მანქანების ძრავთა “ღრიალითა” და ექშენით, სადაც ტვინის ნაწილაკებით იღებება კამერის ლინზები და ავტომობილები უბრალოდ ჯართად იქცევიან. დინამიური მონტაჟი, მილიწამამდე ზუსტი, მკვეთრი ჟღერადობა (განსაკუთრებით მანქანათა ძრავების) და გასაოცარი ვიზუალი ინარჩუნებს ფილმის დინამიურ ტემპს და აჩვენებს მილერის დახვეწილ გემოვნებასა და მის კინემატოგრაფიულ ესთეტიკას.

კრის ჰემსვორთი (Chris Hemsworth) ფილმიდან – ‘ფურიოსა: შეშლილი მაქსის ქრონიკები (Furiosa: Mad Max Saga)’

სასტიკი ქაოსის ფონზე, სადაც გაჭირვებულები გვამებიდან ჭიაყელებს ხიკავენ გადარჩენისთვის, ჯორჯ მილერი იკვლევს კაცობრიობის ორმაგ სწრაფვას თვითგანადგურებისა და რეგენერაციისკენ. Mad Max-ის სამყაროში, ქალაქის მმართველებს აქვთ ძალა და რესურსები თავიანთი ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმპერიული სიდიადის ხედვებით არიან დაღუპული და ცდილობენ გადადონ, დააიგნორონ მათი გარდაუვალი დაცემა, რადგან ყოველ იმპერიას თავისი დასასრული აქვს. Green Lands-იდან გატაცებული ფურიოსა ჩნდება როგორც გამძლეობისა და იმედის შუქურა, რომელიც არაერთხელ ამოდის უბედურებისგან ბრძოლის გასაგრძელებლად. მისი ურყევი გამძლეობა მოდის ღრმა რწმენიდან, რომ ყველაზე ბნელ დროშიც კი უნდა შეინარჩუნო ნათელი მომავლის ხედვა, რომელიც მიიღწევა სიკეთის მარცვლის დათესვით ბოროტებით დაბინძურებულ სამყაროში.

რაც შეეხება მინუსებს, თუკი თქვენ ელოდებოდით რომ, Furiosa იქნებოდა დაახლოებით Fury Road-ის მსგავსი, მაშინ იმედი გაგიცრუვდებათ. ამ ფილმით თითქოს მილერმა გადაწყვიტა ცოტა მეტი მოეყოლა ამ სამყაროს შესახებ, და გაეცნო მაყურებლისთვის თუ როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი. ასე რომ, დიალოგები და ლაპარაკი ბევრად უფრო ბევრია აქ, ვიდრე ექშენი, რაც საკმაოდ ეწინააღმდეგება წინა ფილმს ან ნაწილს. ხოლო რაც შეეხება ანია ტეილორ ჯოის მთავარ გმირს, მას სულ რაღაც 30 რეპლიკა აქვს მთელი ფილმის მანძილზე და არც ისე დიდი მოლაპარაკე ტიპია, აგრეთვე ცდილობს მიბაძოს შარლიზის პერსონაჟის ხმასაც, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. თუმცა სხვა დანარჩენ პერსონაჟებს უყვართ ლაპარაკი. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ეს ცოტათი უფრო “თოქ-ფილმია”, სადაც ნაჩვენებია დემენტუსის და Immortan Joe-ს დაპირისპირება. ხოლო მთავარი გმირი უბრალოდ დამკვირვებელია, გარკვეულ მომენტამდე.

კონკრეტულად, ფურიოსა თითქმის არაფერს აკეთებს მეოთხე თავამდე (ხუთიდან), როცა მისი მიზანი ხდება არა მხოლოდ Green Lands-ში დაბრუნება, არამედ რევანშიც. ყველაზე სანახაობრივი მომენტები ფინალისთვისაც არის შემონახული, თუმცა Fury Road-ის მასშტაბებზე საუბარი ზედმეტია. სარეკლამო კამპანია, ტრეილერები თითქოს მორიგ უწყვეტ სამანქანო დევნებს დაგვპირდა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე პატარა სცენაა მანქანებით და ორი სეგმენტი – ტანკერის მოგზაურობა ა წერტილიდან ბ წერტილამდე, რომლიდანაც ერთი საკმაოდ ყურებადი და თვალწარმტაცია, მეორე ნაკლებად მასშტაბური. მეტიც, შესამჩნევად მცირეა მსგავს სცენებში მონაწილეთა რაოდენობა, რაზეც აშკარად იმოქმედა ბიუჯეტის შემცირებამ. მიუხედავად იმისა, რომ არსებული სცენება წინა ნაწილის ექშენის სიდიადეს არ ემთხვევა, დადგმა ამ სცენებისა მაინც კარგია. ხოლო პიქსელირებული კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც ოდნავ ცუდად გამოიყურებოდა ტრეილერებში, ფილმშიც დატოვეს. მწვანე ფონები ზოგ ადგილას შესამჩნევია, მაგრამ Furiosa მაინც კარგად გამოიყურება, რაც მეტწილად განპირობებულია “ბინძური” სამყაროთი და ესთეტიკით, რომელიც მაყურებელს პირველი წუთიდანვე ითრევს. ხოლო Junkie XL-ის მხიარული მუსიკა, ოდნავ დავიწყებადი, მაგრამ ისევ კარგად ავსებს ატმოსფეროს.

ანია ტეილორ-ჯოი (Anya Taylor-Joy) ფილმიდან – ‘ფურიოსა: შეშლილი მაქსის ქრონიკები (Furiosa: Mad Max Saga)’
ანია ტეილორ-ჯოი (Anya Taylor-Joy) ფილმიდან – ‘ფურიოსა: შეშლილი მაქსის ქრონიკები (Furiosa: Mad Max Saga)’

ასე და ამგვარად, Fury Road-ის პრიქველი როგორც ჩანს გონივრულად დაშორდა “შეშლილ მაქსს”, ამიტომ სისულელეა მისი კრიტიკა ექშენის ნაკლებობისა და ზედმეტად მოლაპარაკე პერსონაჟების გამო. ცდილობს იყოს ცოტათი განსხვავებული და ეს სავსებით ნორმალურია, (განსაკუთრებით ფინალი, რომელიც ოდნავ გააოცებს მაყურებელს). ვფიქრობ, მილერს აშკარად აინტერესებდა ასეთი მიდგომა და მას ეს გამოუვიდა. შესაბამისად, Furiosa დიდად აფართოებს ამ გიჟურ სამყაროს და სავარაუდოდ ფილმის დასრულების შემდეგ, მაყურებელი დამატებასაც მოითხოვს, რასაც რეჟისორი აპირებს თუკი ფილმი წარმატებული იქნება კინოგაქირავებაში. ხოლო IMAX-ში ამ ყველაფრის ნახვა, აორმაგებს და აძლიერებს მიღებულ გამოცდილებას.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში (ხოლო ციფრულად ხელმისაწვდომი იქნება 25 ივნისს)

ფურიოსა: შეშლილი მაქსის ქრონიკები (Furiosa: Mad Max Saga)
რეჟისორი: ჯორჯ მილერი (George Miller)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 28 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Twenty One Pilots – At The Risk Of Feeling Dumb

Twenty One Pilots – At The Risk Of Feeling Dumb

| Album: Clancy

შემდეგი
Miami Vice – In The Air Tonight

Miami Vice – In The Air Tonight

| ნაწყვეტი ანტონი იერკოვიჩის სერიალიდან - 'Miami Vice'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share