Femme  - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

შურისმაძიებლური დრამა – დრაგ პერფორმერი საკუთარი თავდამსხმელის წინააღმდეგ

ჯორჯ მაკკი (George MacKay) და ნეითან სტიუარტ-ჯარეტი (Nathan Stewart-Jarrett) ფილმიდან ‘Femme’

სემ ფრიმენისა და ენჯი ჩუნ პინგის თანამშრომლობა პირველად 2021 წელს შედგა მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Femme, მოგვიანებით 2023 წელს ამავე სახელწოდების, იდეურად მსგავს სრულმეტრაჟიან ნამუშევარს, Femme-ს იღებენ. მთავარი პერსონაჟი ჯულსი დრაგ პერფორმერია, რომელსაც ერთადერთი მოტივი ამოძრავებს, პასუხი აგებინოს თავის თავდამსხმელს. თუმცა, Femme არც ტრადიციული შურისმაძიებლური ფილმია და არც ამბავი მსხვერპლზე, რომელსაც მოძალადის მიმართ სიმპათიები უჩნდება. მთავარი ის არის, რომ არ არსებობს პირდაპირი მინიშნება ან კომენტარი რეჟისორების მიერ “კარგსა” და “ცუდ” ადამიანებზე.

ფილმი დრაგ პერეფორმანსით იწყება, სადაც ჯულსს თავისუფალს, თავდაჯერებულსა და ბედნიერს ვხედავთ, მოგვიანებით ჩნდება პრესტონი, რომელიც ჯერ აკვირდება მას და აშკარა სიმპათიასა და ინტერესს გამოხატავს, თუმცა მაშინ როცა თავის მეგობრებთან ერთად მაღაზიაში ხვდება ჯულსს მის მიმართ აგრესიულია და დამცინავ კომენტარებს აკეთებს. პრესტონის გაღიზიანებას უმთავრესად ჯულსის პასუხები განაპირობებს და სირცხვილის განცდა, შიში იმისა, რომ მისი რეალური სახე გამოვლინდება და მიუღებელი გახდება იმ ადამიანებისთვის, ვისთან ერთადაც ცხოვრობს, ჰომოფობი კაცებისთვის, ვისთვისაც მასკულინურობის მთავარი გამოხატულება ჩაგვრა და საკუთარი ძალის დემონსტრირებაა. 

ნეითან სტიუარტ-ჯარეტი (Nathan Stewart-Jarrett) ფილმიდან ‘Femme ‘

ჯულსზე თავდასხმა დამცირების ყველა ფორმას გადის, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა, გაშიშვლება და ყველაფრის ვიდეოზე აღბეჭდვა, რათა არასდროს დაავიწყდეს მას, რომ ნებისმიერი შეპასუხება და შეწინააღმდეგება, ჰეტეროსექსუალი კაცის შერცხვენა მსგავსად დასრულდება. 

ინციდენტი, რასაკვირველია, ჯულსზე დიდ გავლენას ახდენს და მის იზოლირებას იწვევს თავისი საყვარელი საქმისგან, იცვლება მისი ჩაცმისა და ცხოვრების სტილი, მეგობრებთანაც, რომლებიც მხარდაჭერასა და გულისხმიერებას იჩენენ მომხდარის მიმართ დისტანცირდება და თავს ვიდეო თამაშებით ირთობს. მისთვის გარდამტეხი მომენტი დგება მაშინ, როცა პრესტონს თავდასხმის შემდეგ პირველად ხვდება საუნაში, სადაც შურისძიების გეგმას ისახავს, დაამტკიცოს, რომ კაცი, რომელმაც ჰომოფობიური მოტივით მასზე იძალადა თვითონ არის ჰომოსექსუალი, რისთვისაც საკუთარ სიცოცხლეს რისკავს, დაუფიქრებლად მიყვება ადამიანს, ვისგანაც ბუნებრივია კარგს არაფერს ელის.

ჯორჯ მაკკი (George MacKay) ფილმიდან ‘Femme ‘

პრესტონი ტრადიციული ჰეტეროსექსუალი ბრიტანელი მასკულინური მამაკაცის როლშია, რომელსაც UK Drill სუბჟანრის მუსიკა აქვს ჩართული ქალებთან სექსსა და ქუჩაში, საკუთარ ბანდებთან ურთიერთობაზე და რასაკვირველია ვერ ცნობს ჯულსს. მისთვის ჰომოსექსუალი, დრაგ პერფორმერის ფორმაში გამოწყობილი კაცი ადამიანი არ არის, ზოგადი სახეა და არ არის საჭირო მისი სახის დამახსოვრება. 

“მას სჯერა, რომ არნაირი ძალა არ გააჩნია სამყაროში, თუკი ადამიანებს ვერ დაარწმუნებს, რომ სწორედ ასეთი ადამიანია (მასკულინური),”

სემ ფრიმენი

მათი პირველივე გადაკვეთის დროს ჯულსი შემთხვევით მის მეგობრებს ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ მათთან პრესტონის სექსუალური ორიენტაციის გამოაშკარავება შეუძლია, თავს მის ნაცნობად ასაღებს, მის ტანსაცმელს იცვამს და ცდილობს მათ კულტურას მოერგოს. ყველა მომდევნო შეხვედრა იგივენაირია, ჯულსი სხვა ადამიანის სახეს იღებს, ისეთის, რომელიც პრესტონის სამეგობროსთვის მისაღები უნდა იყოს. ამ დროის განმავლობაში წყვილს ფარულად აქვს სექსი, დადიან პაემნებზე, ჯულსი ხვდება, რომ პრესტონის მიერ გამოხატული ძალადობა და საკუთარი თავის მასკულინურ სტანდარდებში მოქცევა მისი რეალური პიროვნების ფარია. “მას სჯერა, რომ არნაირი ძალა არ გააჩნია სამყაროში, თუკი ადამიანებს ვერ დაარწმუნებს, რომ სწორედ ასეთი ადამიანია (მასკულინური),” – ამბობს რეჟისორი. ჯულსს მის მიმართ ემპათია უჩნდება, თუმცა, ამის მიუხედავად მტკიცედ მიყვება პირველად გეგმას, გადაიღოს მათი სექსი და ატვირთოს საიტზე, რომლის მიზანია “ამხილონ ჩაკეტილი (closeted) ჰომოსექსუალები.”

ჯორჯ მაკკი (George MacKay) და ნეითან სტიუარტ-ჯარეტი (Nathan Stewart-Jarrett) ფილმიდან ‘Femme ‘

წყვილის ურთიერთობა კულმინაციას ჯულსის დაბადების დღეზე აღწევს, სადაც ის ინციდენტის შემდეგ პირველად უბრუნდება დრაგ სცენას და პერფორმანსზე ტობის (ჯულსის მეგობარი) მიერ დაპატიჟებული პრესტონი ხვდება, რომელიც ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისთვის პირველი გულწრფელი ურთიერთობა კაცთან, როცა მაქსიმალურად გამოავლინა საკუთარი თავი, შიშები და სურვილები, მისი დაცინვის მთავარი მიზეზი აღმოჩნდება. ჯულსი პერფორმანსის დროს ყვება მათ ურთიერთობაზე, როგორ დაიმორჩილა კაცი, რომელსაც გადაუღო სექსის ვიდეო და მზად არის ყველას გაუზიაროს, მისმა შურისძიების გეგმამ წარმატებით ჩაიარა და თავის თანამოაზრეებთან ერთად აღნიშნავს ამ გამარჯვებას.

“ვეცადეთ, ზედმეტად მორალისტური ფილმისგან თავი შორს დაგვეჭირა და არ მოგვეყოლა მსგავი ამბავი, უბრალოდ გადმოვეცით პერსონაჟების გულწრფელობა და მივეცით მათ საშუალება ემოქმედათ ისე, როგორც ნამდვილი ადამიანები იქცევიან. გმირისა და დამნაშავის ბინარულობის საზღვრებში არ ვართ, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ ადამიანურობა მათი, ვინც ცუდ რაღაცებს აკეთებენ,”

სემ ფრიმენი

“ვეცადეთ, ზედმეტად მორალისტური ფილმისგან თავი შორს დაგვეჭირა და არ მოგვეყოლა მსგავი ამბავი, უბრალოდ გადმოვეცით პერსონაჟების გულწრფელობა და მივეცით მათ საშუალება ემოქმედათ ისე, როგორც ნამდვილი ადამიანები იქცევიან. გმირისა და დამნაშავის ბინარულობის საზღვრებში არ ვართ, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ ადამიანურობა მათი, ვინც ცუდ რაღაცებს აკეთებენ,” – ამბობს რეჟისორი სემ ფრიმენი. Femme არ არის ტრაციდიული ფილმი, კეთილისა და ბოროტის შესახებ, სადაც ისინი ჩადენილის მიხედვით პასუხს აგებენ, ისჯებიან ან იმარჯვებენ. დასასრული ამის შესახებ არაფერს ამბობს. 

ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მოპოვებული აქვს ჯილდოები British Independent Film Awards-სა და Valladolid International Film Festival ფესტივალებზე.

Femme
რეჟისორი: სემ ფრიმენი (Sam H. Freeman) ენჯი ჩუნ პინგი (Ng Choon Ping)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 39 წუთი

84/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Miami Vice – In The Air Tonight

Miami Vice – In The Air Tonight

| ნაწყვეტი ანტონი იერკოვიჩის სერიალიდან - 'Miami Vice'

შემდეგი
ბიჭი კლავს სამყაროს (Boy Kills World)

ბიჭი კლავს სამყაროს (Boy Kills World)

| ფერადი ქაოსი: ტყვიები, სისხლი და ულტრა-ძალადობა, შეუპოვარი და ქარიზმატული ბილ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share