გთხოვთ, მოკალით მისტერ კინსკი - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გთხოვთ, მოკალით მისტერ კინსკი

კადრს მიღმა: ფილმ Crawlspace-ის მტანჯველი სამუშაო გარემო და უცნაურად სახალისო ისტორია თუ როგორ გადაიყვანა ჭკუიდან გერმანელმა მსახიობმა რეჟისორი დევიდ შმოელერი

ცოტა რამ ფილმზე:

1986 წლის საშინელებათა ფილმის Crawlspace-ს გადაღება სხვა არაფერი იყო, ვიდრე კინემატოგრაფიული “ატრაქციონი”, რომელიც გამოირჩეოდა ქაოტური ინციდენტებით, ძირითადად გამოწვეული მისი ვარსკვლავის, კლაუს კინსკის ექსცენტრიული და არაპროგნოზირებადი ბუნებით. გადაღებული დევიდ შმოელერის მიერ, ფილმი მოგვითხრობს ვინმე შეშლილ ყოფილ ნაცისტზე, რომელიც მეგობრობს ვირთხებთან, აქვს სავენტილაციო სისტემათა კლაუსტროფობიული ლაბირინთი, ეხერხება კრეატიული ხაფანგების შექმნა და ჩუმად უთვალთვალებს მდგმურებს (მოიჯარეებს), ხოლო შემდეგ კი მათ აწამებს ან უბრალოდ კლავს თავის სარდაფში. ფილმის გადაღების პროცესი კი ნამდვილი მოგზაურობა იყო ე.წ. პროდუქციულ ჯოჯოხეთში (Development hell), რომელიც სავსე იყო კინსკის არასტაბილური ქცევებითა და ხრიკებით. ფილმის სიუჟეტი ცხადია ამით არ მთავრდება: კინსკის პერსონაჟი – კარლ გიუნტერია, ყოფილი გერმანელი ქირურგის შვილი, რომელიც გამოირჩეოდა საშინელი სისასტიკით მეორე მსოფლიო ომის დროს და არაერთ სამხედრო დანაშაულში მიუძღვის წვლილი მეორე მსოფლიო ომის დროს. კარლი განაგებს მრავალ ბინიან დიდ შენობას რომელსაც პერიოდულად აქირავებს გოგონებზე (ამ შემთხვევაში მომავალ მსხვერპლებზე). ყოველი დღე კარლისთვის “რუსული რულეტის” თამაშით იწყება, იმის იმედით რომ ყოველჯერზე რევოლვერში ტყვია ამოვა და ამ კოშმარს დაასრულებს, კერძოდ კი მკვლელობებს. კარლზე სხვა მეტი არაფერი ვიცით, თუმცა ფილმის განმავლობაში მაყურებელს ეძლევა საშუალება “ჩაიხედოს” მის ტვინში: ის დროდადრო ავსებს პერსონალურ დღიურს, სადაც წერილობით გადმოსცემს თავის ფიქრებსა და აზრებს.

მიუხედავად მღელვარე პროდუქციისა, Crawlspace-მა მაინც მოახერხა წარმოედგინა შემზარავი პერფორმანსი, რომელმაც დროთა განმავლობაში საკულტო სტატუსი მოიპოვა ჰორორ-ფილმების თაყვანისმცემლებში. ხოლო კლაუს კინსკის მიერ ნათამაშები კარლ გიუნტერი, სადისტი მემამულის პორტრეტი ერთდროულად შემზარავი იყო და დამატყვევებელიც, რითიც აჩვენა მისი უნიკალური უნარი შეესისხლხორცებინა საშინელი და შემაძრწუნებელი პერსონაჟები. ფილმის საშიშმა ატმოსფერომ და კინსკის სამსახიობო თამაშმა შექმნა საინტერესო საშინელებათა სანახაობა, რომელმაც მარტივად მოახდინა რეზონირება მაყურებელთან.

კლაუს კინსკის ექსცენტრიულობა “სრული ჩვენებით”:

კლაუს კისნსკისთვის არ იყო უცხო კონტროვერსიები და ქაოსი: მისი ყოფნის პერიოდში Crawlspace-ის გადასაღების პროცესი გაჟღენთილი იყო შემთხვევებით, რომლებმაც გამოსცადეს ყველა მონაწილეს მოთმინება და ნერვები. კინსკიმ, რომელიც ცნობილი იყო თავისი ინტენსიური პერფორმანსებითა და თანაბრად ინტენსიური ქცევით ეკრანს გარეთ, შემოიტანა ე.წ. წარმოების არაპროგნოზირებადობის დონე. დრო და დრო მისი არასტაბილური ტემპერამენტი და ქცევები ლეგენდარული გახდა.

კლაუს კინსკი და რეჟისორი დევიდ შმოელერი “რუსული რულეტის” სცენის გადასაღებად ემზადებიან

თუმცა სანამ უშუალოდ Crawlspace-ს კადრს მიღმა ისტორიებზე გადავიდოდეთ, მანამდე მცირე ინფორმაციას გაგაცნობთ კინსკის სხვა ქაოსურ შემთხვევებზე. ქაოსი კი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კინსკის ქცევით Crawlspace-ზე. მისი მღელვარე რეპუტაცია კარგად დამკვიდრდა რეჟისორ ვერნერ ჰერცოგთან თანამშრომლობით. მათი პარტნიორობა, რამდენადაც ნაყოფიერი, იმდენად საშინელი, ფრუსტრაციით სავსე და აუტანელი იყო.ასე მაგალითად: Aguirre, the Wrath of God-ის გადასაღებ მოედანზე კინსკის გამოხტომები იმდენად მძიმე იყო, რომ ჰერცოგი ერთხელ მას მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი თვითონ მოიკლავდა თავს, რათა ფილმის გადაღების პროცესი შენარჩუნებულიყო. ანალოგიურად, Fitzcarraldo-ს გადაღების დროს, კინსკის ხასიათმა და ტემპერამენტმა გამოიწვია მრავალი კონფლიქტი, შეხლა-შემოხლა, მათ შორის ერთ-ერთი ინციდენტი, სადაც მან გადამღები გუნდის ერთ-ერთ წევრს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის დროს თითი წააცალა. სროლის მიზეზი კი ხმაური გახდა, რომელიც კინსკის აწუხებდა გვერდითა ქოხიდან. აღელვებულმა ჰერცოგმა კინსკის იარაღი მალევე ჩამოართვა და ის დღემდე მის საკუთრებაშია.

კლაუს კინსკი და ვერნერ ჰერცოგი Fitzcarraldo-ს გადასაღებ მოედანზე

ეს ისტორიები (უფრო დეტალურად არის ასახული დოკუმენტურ ფილმში, My Best Friend და ვერნერის სხვა ავტობიოგრაფიულ წიგნებში) ასახავს ქცევის იმ ნიმუშს, რომელმაც კინსკი ბრწყინვალე მსახიობად და ამავედროს კოშმარად აქცია. ცხადია მისმა ინტენსივობამ გერმანელი მსახიობის როლებს უნიკალური ენერგია მოუტანა, თუმცა მის გარშემო მყოფებს ეს საკმაოდ მაღალ ფასად დაუჯდათ.

კადრს მიღმა ქაოსი:

კენეთ რობერტ შიფი და დევიდ შმოელერი Crawlspace-ის გადასაღები მოედნიდან

ყველაზე სახალისო ამ ყველაფერში იყო ის რომ, შმოელერი მანამდე გააფრთხილეს კინსკის უკიდურესი არასტაბილური ხასიათის და რეპუტაციის შესახებ, როდესაც კოლეგამ მას Playboy-ს ინტერვიუ აჩვენა მსახიობთან, სადაც იგი ვრცლად საუბრობდა რეჟისორების სიძულვილის შესახებ, მაგრამ როდესაც იგი დაუკავშირდა კინსკის წინა პროექტის რეჟისორს, ის დარწმუნდა, რომ კლაუსი ჩინებული პერსონა იქნებოდა სამუშაოდ. სამწუხაროდ ეს ასე არ იყო და დევიდმა ვერც გაანალიზა რაში გაჰყო თავი.

როგორც ამბობენ და იხსენებენ ფილმზე მომუშავე პერსონალი, კინსკი უარს ამბობდა რეჟისორის მოსმენაზე, ხშირად აკეთებდა საპირისპიროს რასაც თხოვდნენ. ის აწყობდა ტანტრუმებს, ყვიროდა, ანადგურებდა ფილმის რეკვიზიტებს და ფიზიკურად ემუქრებოდა ფილმის გადამღებ პერსონალს. დევიდ შმოელერის თქმით, კინსკიმ გადაღებების პირველი სამი დღის განმავლობაში ექვსი შეხლა-შემოხლა და ჩხუბი წამოიწყო. ასევე დევიდს ძალიან უჭირდა კლაუსის ხელმძღვანელობა, რომელიც უარს ამბობდა ისეთი ძირითადი ბრძანებების მოსმენაზე როგორიცაა “action” და “cut”. გაგიჟებულ და დაღლილ რეჟისორსა და პროდუსერ რობერტო ბესის სურდათ კინსკის განთავისუფლება ფილმიდან მისი არაადეკვატური საქციელის გამო, მაგრამ Empire Pictures-მა მალევე შეაჩერა ისინი, რადგან კინსკის სახელი მიიზადავდა მაყურებელს და ფილმიც კარგად გაიყიდებოდა. ხოლო როდესაც Empire Pictures-მა უარი თქვა კინსკის გაგდებაზე, შმოელერი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს რომ “იტალიელმა პროდიუსერმა” (სავარაუდოდ რობერტი ბესიმ) შეიმუშავა გეგმა, მოეკლათ გერმანელი მსახიობი დაზღვევის ფულისთვის. (საბედნიეროდ, ეს ავანტიურაც მალევე გადაიფიქრეს, რადგან შმოელერი განმარტავს რომ ეს “ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო და ცივმა გონებამ გაიმარჯვა”)

მას შემდეგ, რაც კინსკიმ გაიგო, რომ შმოელერი და პროდიუსერები მის გათავისუფლებას ცდილობდნენ, მსახიობმა არ დააყოვნა და ფილმის გადამღები პერსონალის ცხოვრება კიდევ უფრო გაამწარა, რის გამოც მასთან მუშაობა უფრო გართულდა: ითხოვდა უცნაურ რაღაცეებს და გადასაღებ მოედანზე ქაოსს იწვევდა. გადაღების ბოლოს შმოელერი იხსენებს, რომ მთელი პერსონალი სიტყვიერად ეუბნებოდა მას: “გთხოვთ, მოკალით მისტერ კინსკი”. ეს მოთხოვნა კი გახდა შმოელერის შემდგომი 9 წუთიანი დოკუმენტური ფილმის სათაური სადაც ის აღწერს მის საშინელ გამოცდილებას და კინსკისთან მუშაობას, სახალისო მონტაჟითა და მანერით.

საბედნიეროდ, გადაღებების დროს, როცა კლაუსთან მუშაობა უფრო და უფრო რთულდებოდა, რის გამოც მასთან გამკლავება სიძნელეს წარმოადგენდა, რეჟისორმა შენიშნა, რომ კინსკის ფილმის გადასაღებ მოედანზე მოსწორდა ერთ-ერთი ახალგაზრდა მსახიობი ქალი (ტეინ მაკკლური) და მის მიმართ ყოველთვის თავაზიანობითა და საუკეთესო ქცევით გამოირჩეოდა. შესაბამისად, ყოველი დღის დასასრულს, დევიდი სთხოვდა ტეინს, რაც შეიძლება ხშირად დარჩენილიყო გადასაღებ მოედანზე, რათა კინსკი უფრო კოოპერატიული ყოფილიყო და ფილმის მტანჯველი პროცესიც უფრო ადრე დასრულებულიყო.

ტეინ მაკკლური Crawlspace-ში, მსახიობი ქალი რომლის მიმართაც კლაუსი გადასაღებ მოედანზე განსაკუთრებული სიმპატიით გამოირჩეოდა

მემკვიდრეობა და გავლენა:

Crawlspace-ის მემკვიდრეობა განუყოფელია კინსკის უფრო დიდი პერსონისგან. ფილმი ადასტურებს მის ნიჭს, გენიალურობას და ქაოსს, რომელიც მან ყველა პროექტში მოიტანა. კოშმარული წარმოების პროცესის მიუხედავად, Crawlspace რჩება მნიშვნელოვან ფილმად საშინელებათა კინოს რეალიებში, როგორც მისი შემაშფოთებელი სიუჟეტით, დაბალი ბიუჯეტის გონივრული გამოყენებით, ჩინებული კლაუსტროფობიული ატმოსფეროთი და ასევე კადრს მიღმა არსებული ისტორიებით, რომლებიც თითქმის ისეთივე ცნობილი გახდა, როგორც თავად ფილმი.

ასე და ამგვარად, Crawlspace-ის გადაღება ტურბულენტური მოგზაურობა იყო, რომელიც გამოირჩეოდა გერმანელი მსახიობის არაპროგნოზირებადი ქცევებით და შედეგად წარმოქმნილი კოშმარებით გადასაღებ მოედანზე. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ქაოსმა შეუწყო ხელი ფილმს დაემკვიდრებინა ადგილი საშინელებათა კინოს ისტორიაში და ქცეულიყო საკულტო კლასიკად, რომელიც ათწლეულების შემდეგ აგრძელებს მაყურებლის დაინტრიგებასა და აღშფოთებას.

ამ სახალისო 9 წუთიანი დოკუმენტურის ნახვა კი ქვემოთ დადებულ ვიდეოში შეგიძლიათ:

Total
0
Shares
წინა
ბიჭი კლავს სამყაროს (Boy Kills World)

ბიჭი კლავს სამყაროს (Boy Kills World)

| ფერადი ქაოსი: ტყვიები, სისხლი და ულტრა-ძალადობა, შეუპოვარი და ქარიზმატული ბილ

შემდეგი
The French Connection-ის გიჟური გასეირნება: მანქანები, დევნა და ნარკოტრაფიკინგი

The French Connection-ის გიჟური გასეირნება: მანქანები, დევნა და ნარკოტრაფიკინგი

| საკულტო ავტომობილები უილიამ ფრიდკინის კლასიკურ კრიმინალურ თრილერში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share