The French Connection-ის გიჟური გასეირნება: მანქანები, დევნა და ნარკოტრაფიკინგი - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

The French Connection-ის გიჟური გასეირნება: მანქანები, დევნა და ნარკოტრაფიკინგი

საკულტო ავტომობილები უილიამ ფრიდკინის კლასიკურ კრიმინალურ თრილერში

ცოტა რამ ფილმზე:

1970-იანი წლების ნიუ-იორკში, სადაც ჰაერი სიბინძურითა და კრიმინალით იყო სავსე, გაჩნდა ფილმი, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა და დაილექა კინემატოგრაფიის ისტორიაში. The French Connection, გადაღებული უილიამ ფრიდკინის მიერ, არ იყო მხოლოდ კრიმინალური თრილერი – ეს ნამდვილი ადრენალინის პულსია, რომელსაც აძლიერებდა სწრაფი მანქანები, საშიში ქუჩები და დაუნდობელი დევნები. ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, (რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ რობინ მურის 1969 წლის ამავე სახელწოდების წიგნში) ხოლო მთავარ როლში ვხვდებით ლეგენდარულ ჯინ ჰეკმენს, რომელიც ასრულებს NYPD-ის უხეშ, ამორალურ დეტექტივს ჯიმი “პოპაი” დოილს. ჰეკმანის სამსახიობო თამაში სხვა არაფერია, თუ არა ელექტრიფიკაცია, რომელიც ასახავს ადამიანის არსს, სავსე დაუნდობლობითა და ამავედროს ნაკლოვანებებით. ჰეკმანს პარტნიორობას უწევს განუმეორებელი როი შაიდერი, რომელიც თამაშობს მის კოლეგა – ბადი “ქლაუდი” რუსოს. ერთად ისინი ეწინააღმდეგებიან ჰეროინის დახვეწილ კონტრაბანდისტს ალენ ჩარნიეს, რომლის მთავარი მიზანია ჩუმად და ამავედროს უჩვეულო გზით შემოაპაროს აღნიშნული ნარკოტიკი ნიუ-იორკის ქუჩებში და დადოს გარიგებები ადგილობრივ ნარკობარონებთან. ამ კინემატოგრაფიული ქარიშხლის ცენტრში იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და კლასიკური დევნა მანქანით, რომელსაც თავის დროზე მაყურებელი თვალს ვერ წყვეტდა და სუნთქვას უკრავდა. საუბარია სცენაზე, სადაც ვხედავთ 1971 წლის Pontiac LeMans-ს, რომელიც ბრუკლინის ვიწრო ქუჩებში გიჟური სისწრაფით მისდევდა ასევე ჩქარ მატარებელს მის ზევით, ხიდზე. ამ სახიფათო დევნის პროცესში კი საჭესთან დეტექტივ “პოპაი” დოილი იჯდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნითა და დაუოკებელი სურვილით – დაეჭირა დამნაშავე კრიმინალი.

“პერსონაჟთა” ჩამონათვალი:

მაგრამ LeMans-ი არ იყო ამ შოუს ერთადერთი ვარსკვლავი. მაშ ასე,მოდით უფრო ახლოს შევხედოთ ავტომობილ “მსახიობებს”, რომლებმაც The French Connection სატრანსპორტო სიმფონიად აქციეს.

Pontiac Lemans, 1971 წლის გამოშვება

Pontiac Lemans, 1971 წლის გამოშვება: ფილმის მამაცი “გმირი”. მისი ძრავი ღმუოდა როგორც მხეცი გალიაში. საბურავები თითქოს კიოდნენ, როცა მანქანა საცობებში მოძრაობდა. ხოლო დოილის შეუპოვრობა აღბეჭდილი იყო ავტომობილის კორპუსის ყოველ ნაკაწრსა და ნაფხაჭნში.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 5.7L V8
ცხენისძალა: ~250-300 hp
საწვავის ლიტრაჟი: ~75,7 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: ~193 კმ/სთ

Lincoln Continental, 1970 წლის გამოშვება

Lincoln Continental, 1970 წლის გამოშვება: ფუფუნების გიგანტი. ის თითქოს მიცურავდა ქუჩებში, როგორც ზვიგენი მღვრიე წყალში. მისი ქრომირებული რადიატორის ცხაური და შესანიშნავი ტყავის სავარძლები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა გარეთ არსებულ ქაოსს.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 7.5L V8
ცხენისძალა: ~365 hp
საწვავის ლიტრაჟი: ~90,8 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: ~193 კმ/სთ

Ford LTD, 1971 წლის გამოშვება

Ford LTD, 1971 წლის გამოშვება: ნამდვილი მშრომელი “ცხენი” . მართალია მას არ გააჩნდა LeMans-ის სიჩქარე, მაგრამ იყო გამძლე. უპრობლემოდ გადაჰყავდა დეტექტივები, გადაჰქონდა დოკუმენტები და სამართლიანობის “სიმძიმე”.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 6.6L V8
ცხენისძალა: ~260 hp
საწვავის ლიტრაჟი: ~79,5 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: ~185 კმ/სთ

Ford Custom 500, 1968 წლის გამოშვება

Ford Custom 500, 1968 წლის გამოშვება: სერიოზული სედანი. მისი კვადრატული ხაზები და მოკრძალებული გარეგნობა კარგად მალავდა კაპოტის ქვეშ არსებულ ძლიერ ძალას. პოლიციისთვის კი, ზედგამოჭრილი მოდელი და ავტომობილი იყო.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 4.9L V8
ცხენისძალა: ~210 hp
საწვავის ლიტრაჟი: ~75,7 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: ~169 კმ/სთ

Mercury Comet, 1961 წლის გამოშვება

Mercury Comet, 1961 წლის გამოშვება: კომპაქტური “მეამბოხე”. მისი ელეგანტური დიზაინი მიანიშნებდა “აჯანყებულ” ავტომობილზე, რომელიც არც თუ ისე შეეფერებოდა შაბლონს. შეიძლება ის მალავდა კიდეც თავის კორპუსში საიდუმლოებებსაც.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 2.4L I6
ცხენისძალა: ~90 hp
საწვავის ლიტრაჟი: ~60.6 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: ~145 კმ/სთ

Ford Galaxie, 1961 წლის გამოშვება

Ford Galaxie, 1961 წლის გამოშვება: რელიქვია წარსული ეპოქიდან. Galaxie-ს კონტურები მიანიშნებდნენ გაცილებით მარტივ დროებებს, მაგრამ მან კარგად გაუძლო დროის ქაოსს.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 6.4L V8
ცხენისძალა: ~300 hp
საწვავის ლიტრაჟი: ~75,7 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: ~177 კმ/სთ

Cadillac Fleetwood, 1970 წლის გამოშვება

Cadillac Fleetwood, 1970 წლის გამოშვება: თავისი გრძელი კაპოტითა და მდიდრული, რბილი ტყავის სალონით ის წარმოადგენდა ფუფუნების განსახიერებას. ქუჩაში არსებულ გიჟურ ქაოსს და რიტმს მანქანა “ფეხს უწყობდა” როგორც მდუმარე მოწმე.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 7.7L V8
ცხენისძალა: ~375 hp
საწვავის ლიტრაჟი: ~102.2 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: ~201 კმ/სთ

    კულისებს მიღმა

    ზემოაღნიშნული დაძაბული და მძაფრი საავტომობილო დევნა არ იყო მხოლოდ ფილმის მაგია, არამედ რეალურ საფრთხესაც წარმოადგენდა, ვინაიდან ფრიდკინმა ეს საკულტო სცენა ე.წ. “პარტიზანული” (guerilla film-making) სტილით გადაიღო, სათანადო ნებართვის გარეშე, რაც საკმაოდ დიდ რისკს, პრობლემას და თავისტკივილს მოიაზრებდა. კასკადიორ მძღოლ – ბილ ჰიკმენს LeMans-ის სიჩქარე 145 კილომეტრი საათში აჰყავდა. ამ სიჩქარით კი, იგი სახიფათოდ დაჰქროდა გადატვირთულ საცობებში და მოძრაობაში. პროცესში ბილი ოსტატურად იცილებდა შეჯახებების საშიშროებას, ხოლო მანქანაზე დამაგრებულმა კამერამ კი ამ გიჟური ჩანაფიქრის ყოველი ინტენსიური მომენტი აღბეჭდა.

    მემკვიდრეობა და გავლენა

    The French Connection ოსკარის ხუთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის, “საუკეთესო სურათის”. თუმცა მისი მისი ნამდვილი მემკვიდრეობა, რაზეც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ – ადრენალინით გაჟღენთილ საავტომობილო დევნებშია. ხოლო გააზრებულმა რისკებმა თავისი ნაყოფი გამოიღო და რეჟისორს წარმატებაც მოუტანა. როგორც იტყვიან: “ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანიურს”. ფილმმა უკვდავჰყო ეს მანქანები და აქცია ისინი 70-იანების ჭუჭყიანი ეპოქის სიმბოლოებად. როდესაც ამ ყველაფერს ეკრანზე უყურებთ, თქვენ არ ხართ უბრალოდ დევნის მომსწრე – თითქოს თქვენც იქ ხართ და ჩართული ხართ ამ ყველაფერში, კერძოდ კი ნიუ-იორკის სახიფათო ქუჩებში, სამართლიანობის აღსადგენად. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც დაინახავთ Pontiac LeMans-ს ან Lincoln Continental-ს, გაიხსენეთ ბრუკლინის ქუჩები, საბურავების “ყვირილი” და ინტენსიური, დაძაბული საავტომობილო დევნები.

    ფრანგი მოკავშირე (The French Connection)
    რეჟისორი
    : უილიამ ფრიდკინი

    ხანგრძლივობა: 1 საათი და 44 წუთი

    Total
    0
    Shares
    წინა
    გთხოვთ, მოკალით მისტერ კინსკი

    გთხოვთ, მოკალით მისტერ კინსკი

    | კადრს მიღმა: ფილმ Crawlspace-ს მტანჯველი სამუშაო გარემო და უცნაურად სახალისო

    შემდეგი
    Bat For Lashes – At Your Feet

    Bat For Lashes – At Your Feet

    | Album: The Dream of Delphi

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

    STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

    Type C Adapter

    Total
    0
    Share