"ის არ მომკვდარა Drive-ის ბოლოს..." - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

“ის არ მომკვდარა Drive-ის ბოლოს…”

სიბნელისა და სინათლის თანამედროვე ნაზავი ნიკოლას ვინდინგ რეფნისგან: Drive-ის საკულტო მანქანების ექსპლორაცია

ცოტა რამ ფილმის შესახებ:

Drive 2011 წლის ნეო-ნუარ “ექშენ “თრილერია, გადაღებული რეჟისორ ნიკოლას ვინდინგ რეფნის მიერ და ეფუძნება ჯეიმს სალისის 2005 წლის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმი შეუფერხებლად აერთიანებს სტილს, დაძაბულობას და თხრობის სიღრმეს. რაინ გოსლინგი გვევლინება იდუმალებით მოცული უსახელო მძღოლის როლში, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწევა: დღისით “კასკადიორია”, არემონტებს მანქანებს და ღამით გამოცდილი ე.წ. getaway მძღოლი ხდება კრიმინალებისთვის. ცნობილი თავისი მინიმალისტური დიალოგებით, პულსირებადი საუნდტრეკითა, გასაოცარი ვიზუალებითა და ნეონური განათებებით, Drive ხიბლავს აუდიტორიას სიუჟეტური თხრობისა და პერსონაჟთა განვითარებისადმი თავისი უნიკალური მიდგომით. რეფნის რეჟისურა ზედმიწევნითია, იგი საინტერესოდ იყენებს ყველა კადრს განწყობისა და ტონის გასაუმჯობესებლად, რაც ფილმს ამ ჟანრში გამორჩეულს ხდის.

საჭის აღება: საკულტო მანქანები “Drive”-დან

Drive-ში მანქანები უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ტრანსპორტი – ისინი თავად პერსონაჟების გაფართოებებად იქცევიან. მთავარი გმირის, უსახელო მძღოლის კავშირი მანქანებთან მრავალმხრივია: ავტომობილები უზრუნველყოფენ მის საარსებო წყაროს, ხელს უწყობენ მის დანაშაულებრივ საქმიანობას და სიმბოლურადაც კი განასახიერებენ გმირის შინაგან კონფლიქტს. მანქანები, რომლებსაც ის იყენებს – მოწოდებული მისი მენტორისა და უფროსის, შენონის (ბრაინ კრენსტონი) მიერ – ხდება უსახელო მძღოლის იდუმალი ცხოვრების აუცილებელი, განუყოფელი ნაწილი ან სულაც ხელსაწყო. კრიმინალურ მისიებში ის მხოლოდ საჭეს მართავს, მაგრამ სწორედ ეს საქმიანობა – მართვა, ატარებს მისი არჩევანის სიმძიმესა და ორმაგი ცხოვრების დაძაბულობას. ახლა კი, მოდით უფრო ახლოდან შევხედოთ გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მანქანებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ მომხიბვლელ ფილმს.

1: 1973 წლის Chevy Malibu:


გამოირჩევა კლასიკური დიზაინით, V8 ძრავით, უკანა ამძრავით და გამძლე ჩარჩოთი. მისი 350 კუბური დიუმიანი V8 ძრავა აწვდის მანქანას სიმძლავრეს და ბრუნვას, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის როგორც კრუიზისთვის, ასევე getaway საქმიანობებისთვის.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 350 კუბური დიუმიანი V8
ცხენისძალა: დაახლოებით 145 hp
საწვავის ლიტრაჟი: 68,1 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: 185 კმ/სთ

დანიშნულება ფილმში: (უსახელო) მძღოლის პირადი ავტომობილი, რომელიც სიმბოლოა მისი კავშირისა მანქანებისა და ხიფათით სავსე სამყაროსთან.

2: 2011 წლის Mustang GT:

თანამედროვე “მასლ-ქარი” 5.0 ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 412 hp (ცხენისძალას). მოქნილია, რეაგირებადი და ვიზუალურად – ულამაზესი.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 5.0L V8
ცხენისძალა: 412 hp
საწვავის ლიტრაჟი: 60,6 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: 155 კმ/სთ

დანიშნულება ფილმში: მცირე, მაგრამ დასამახსოვრებელი გამოჩენით ეს ავტომობილი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

3: 2001 წლის Toyota Corolla:

აღნიშნული მოდელი ცნობილია საიმედოობითა და ეფექტურობით, ამაყობს მთლიანად ალუმინის სარქველიანი 1,8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით და VVT-i (ცვლადი სარქვლის დროის) ტექნოლოგიით.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 1,85 L Inline-4
ცხენისძალა: 125 hp
საწვავის ლიტრაჟი: 50 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: 180 კმ/სთ

დანიშნულება ფილმში: მიუხედავად იმისა, რომ არ არის თვალწარმტაცი, ტოიოტას ეს მოდელი ხაზს უსვამს პრაქტიკულობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.

4: 2006 წლის Chrysler 300C [LX]

აღნიშნული მოდელი აღჭურვილია ძლიერი V8 ძრავით, უფრო კონკრეტულად კი მაღალი დონის SRT-8 მოდელით. ისეთი მახასიათებლებით როგორიცაა – 425 BHP, (Brake Horse Power) 570 NM-იანი ბრუნვის დროითა (torque) და მაქსიმალური სიჩქარით – 265 კმ/სთ, ეს არ არის ჩვეულებრივი სედანი.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 5,7 L V8 HEMI
ცხენისძალა: 425 hp
საწვავის ლიტრაჟი: 72 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: 265 კმ/სთ

დანიშნულება ფილმში: ეს “თავდაჭერილი” განგსტერული მანქანა, განახლებული და აღჭურვილი წებოვანი საბურავებით, ხდება ანტაგონისტი მანქანათა დევნის ადრენალინით სავსე ამაღელვებელ სცენებში. მისი მძღოლი კი ირენის ქმარი – სტანდარდ გებრიელია. (ოსკარ აიზეკი)

5: 2004 წლის Jeep Grand Cherokee

უხეში, მრავალმხრივი და აღჭურვილი “ოფფ-როუდისთვის” (გამავლობის) განკუთვნილი თავგადასავლებისთვის. გააჩნია ძლიერი V8 ძრავა.

ტექნიკური დეტალები:

ძრავი: 4,0 L Inline-6
ცხენისძალა: 195 hp
საწვავის ლიტრაჟი: 78 ლიტრი
მაქსიმალური სიჩქარე: 180 კმ/სთ

დანიშნულება ფილმში: ამ მოდელის მძღოლი ბერნი როუზია (ალბერტ ბრუკსი). თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ, ბერნი განგსტერია, მისი მანქანის არჩევანი შესაძლოა ასახავდეს მის სტატუსს ან პრეფერინციებს. გარდა ამისა, Jeep Grand Cherokee-ის უხეში და ძლიერი “ბუნება” შეიძლება იყოს ბერნის პიროვნული თვისებების სიმბოლო, როგორიცაა ძალა, სიმტკიცე ან შესაძლოა მისი სურვილი ნავიგაციისთვის რთულ სიტუაციებში.

მცირე ინფორმაცია გადაღებასა და ტექნიკური ასპექტების შესახებ

Drive-ის გადაღების სტილი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მის იმერსიულ სანახაობასა და გამოცდილებას. რეფნმა მტკიცე უარი განაცხადა CGI-სა და მსგავს ციფრულ მანიპულაციებზე, შესაბამისად საავტომობილო დევნის სეგმენტები სავსეა პრაქტიკული ეფექტებით, რითაც ფილმი იძენს ავთენტურობას. ღამის სცენები ნეონის ფერებშია გაჟღენთილი, რაც ასახავს ლოს-ანჯელესის რეალისტურ, ბნელ, მაგრამ ამავედროს მომხიბვლელ გარემოსა და ესენციას. რეჟისორის არჩევანი, გამოიყენოს გრძელი და ახლო კადრები მანქანის სცენების დროს, ქმნის ერთგვარ ინტიმურ, თითქმის ვუაიერისტურ სანახაობას მაყურებლისთვის, რაც მათ უფრო ღრმად ითრევს უსახელო მძღოლის სასტიკ სამყაროში.

მემკვიდრეობა და გავლენა

რომ შევაჯამოთ, Drive-მა არამხოლოდ ვერცხლისფერ დიდ ეკრანზე დატოვა საბურავის კვალი, არამედ პოპ-კულტურასა და ე.წ. ინტერნეტ მიმების წრეებშიც დაიმკვიდრა სამუდამო ადგილი, რომელიც დღესაც რელევანტურია სხვადასხვა სახის სახალისო ფორმატებით. ხოლო რაიან გოსლინგის მიერ განსახიერებულმა უსახელო მძღოლმა საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრენდს ინტერნეტ კულტურაში – Literally me (სიტყვასიტყვით მე). მძღოლის ხატოვანი და ამავედროს ლეგენდარული თეთრი ჟაკეტი, რომლის უკანა მხარეს ოქროსფერი მორიელი ამშვენებს, სამუდამოდ უკვდავყოფილ იქნა მაყურებელთა გულებში და ერთ-ერთ ცნობად აქსესუარად იქცა კინოს ისტორიაში. ფილმის მჭეხარე ელექტრო-პოპ მუსიკამ და თანამედროვე კიბერპანკის (ან სულაც ე.წ. “რეტროვეივის”) ესთეტიკამ მალევე მოხიბლა მაყურებელი, რამაც ის საკულტო ფავორიტად აქცია ზილენიალებში. მუსიკაზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ლეგენდარული კლიფ მარტინეზის სახასიათო საუნდტრეკი, რომელიც კარგად ავსებს ფილმის სცენებს და აძლიერებს ატმოსფეროს. Kavinsky-ს Nightcall და Electric Youth-ს (College-თან ერთად) A Real Hero კი დღესაც საკმაოდ პოპულარულია და ინარჩუნებს რელევანტურობას, ისევე როგორც Chromatics-ის Tick of The Clock. ნიკოლას ვინდინგ რეფნის რეჟისორობამ, გოსლინგის იდუმალებით მოცულმა შესრულებამ და ფილმის გრაფიკულმა ძალადობამ ხელი შეუწყო მის ხანგრძლივ გავლენას. 2011 წლის კანის კინოფესტივალზე კი რეფნმა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოუპოვა და ოვაციებიც დაიმსახურა. ხოლო ოსკარის 84-ე დაჯილდოებაზე Drive-მა ჯილდო აიღო საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის, რამაც გააძლიერა მისი ადგილი კინემატოგრაფიის ისტორიაში.

Total
0
Shares
წინა
Exorcist III ‘Legion’ – Nurse Station Scene

Exorcist III ‘Legion’ – Nurse Station Scene

| ნაწყვეტი უილიამ პიტერ ბლეტის ფილმიდან - 'The Exorcist III: Legion'

შემდეგი
Club Zero 

Club Zero 

| როგორ ყალიბდება კულტი - მია ვაშიკოვსკა ჯესიკა ჰაუსნერის ახალ სატირაში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share