ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ არის (There’s Still Tomorrow) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ არის (There’s Still Tomorrow)

ნეორეალიზმით შთაგონებული სატირა – პაოლა კორტელესის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი

პაოლა კორტელესის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს There’s Still Tomorrow-ს პირველივე კარდებიდან იტალიური ნეორეალიზმის ესთეტიკა შემოაქვს. ტრადიციული, განსაკუთრებით კი ომის შემდგომი რომის აღსაწერად რეჟისორი მხოლოდ ამ გზას არ მიმართავს. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი მრავალშვილიანია და კაცის მამასთან ერთად პატარა სახლში ცხოვრობს, თავის რჩენის მთავარი გზა ქალისთვის სხვადასხვა მარტივი სამუშაოს შესრულებაა, ნემსის გაკეთება ავადმყოფებისთვის მდიდარ ოჯახებში, ქოლგების შეკეთება და პერიოდულად იმ ნივთების გაყიდვა, რომლებსაც სხვებისგან იღებს. თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად საჭმელი უმეტესად რძე და პურია, შვილებიდან ბიჭები სკოლაში სწავლობენ, რადგან მათთვის ფულის დახარჯვა ღირს, გოგომ უნდა იმუშაოს და ოჯახს დაეხმაროს, ქალებმა ფული უნდა მოაგროვონ და დღის ბოლოს კაცს გადასცენ, რომლის მთავარი როლი გაბრაზება, ჩხუბი, ცოლ-შვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება  და ცემაა იმ არგუმენტით, რომ მისი ნერვები მწყობრში არ არის, რადგან ორჯერ გადაიტანა ომი. 

რეჟისორი, პაოლა კორტელესი, რომელიც ამავდროულად მთავარი პერსონაჟის (დელია) როლის შემსრულებელია შავ-თეთრ გამოსახულებას ირჩევს, რითაც კიდევ უფრო მეტად ემსგავსება 40-იანი წლების ნეორალისტურ იტალიურ კინოს, იმ განსხვავებით, რომ კორტელესისთვის თხრობის სტილი კომედიაა და ემოციურად რთული ეპიზოდების გადმოსაცემად მიუზიკლის ჟანრს იყენებს, დელიასა და ივანოს ჩხუბის სცენები ბალეტს ჰგავს, რომანსების თანხლებით სიყვარულზე, რომელიც რთულია, მაგრამ არასდროს წყდება. “იუმორი იდეალური საშუალებაა ნამდვილად მძიმე თემისკენ მიმართო აუდიტორიის ყურადღება მათი გაბრაზების გარეშე. მაგალითად სცენაში, სადაც ძალადობა ქორეოგრაფიადაა გარდაქმნილი, ისეთ განცდას გაძლევს, რომ არა ამ კონკრეტული მომენტის მომსწრე ხარ, არამედ ამ ფაქტის ციკლურობის იდეას იაზრებ.”

იუმორი იდეალური საშუალებაა ნამდვილად მძიმე თემისკენ მიმართო აუდიტორიის ყურადღება მათი გაბრაზების გარეშე.

პაოლა კორტელესი

ციკლურობა ფილმის  ერთ-ერთი მთავარი მოტივია. მუდმივად განმეორებადია ჩხუბი, რომელიც ნებისმიერი მიზეზით შეიძლება დაიწყოს, ივანოსა და ოტორინოს (ივანოს მამა) დიალოგში, მამა ურჩევს შვილს ყოველდღე ნუ სცემს თავის ცოლს, რაც თითქოს იმედის ნაპერწკალს აჩენს, რადგან, როგორც იქნა, ვინმემ, ივანოსთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა, ძალადობაზე რეაგირება მოახდინა, თუმცა, “შენიშვნის” დასასრული იმდენად აბსურდულია, რომ კომიკური ხდება. “ცოლს თვეში ერთხელ უნდა დაარტყა, რადგან ცემამ ძალა არ დაკარგოს”, სწორედ ეს არის ოქროს გასაღები ოტორინოსა და მისი მეუღლის ურთიერთობაში, ამ მიდგომამ გადაარჩინა მათი ქორწინება. 

ოჯახში მიზოგინური გარემოა, რაც სრულიად რომის მდგომარეობის ანარეკლია, ამიტომ პირველ რიგში ქალებმა უნდა გადაირჩინონ თავი. ხსნის გზა დელიასთვის სახლიდან წასვლაა, თავის პირველ სიყვარულთან ერთად გაქცევა და მაყურებლის ყურადღება ამ გეგმის განხორციელებისკენაა მიმართული . მარჩელამ უნდა იქორწინოს მდიდარი ოჯახის შვილზე, რითაც გაჭირვებას დააღწევს თავს, თუმცა, შეთანხმების (ნიშნობა) შემდეგ კარგად ჩანს, რომ მისი მომავალიც იმავენაირად განვითარდება, როგორც დედის, რომელსაც ურთიერთობის დასაწყისში ჯერ მაკიაჟის ტარებას უკრძალავდნენ, მოგვიანებით კი სრულად დაიმორჩილა ივანომ. ამიტომ ორივეს შემთხვევაში გამოსავალი ისევ იგივე ციკლში ითრევს მათ. 

There’s Still Tomorrow ფემინისტური ფილმია ქალებზე, გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ არსებობა, ძალაზე, წინააღმდეგობის უნარზე, რისი გამომუშავებაც უწევთ, ჩაგვრაზე, კაცების მზერაზე, რითაც ფასდება და კონტროლდება ქალი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მთავარ პოლიტიკურ მესიჯს ატარებს. There’s Still Tomorrow 1946 წელზე გვიყვება, როდესაც ქალებმა არჩევნებში პირველად მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. დასასრული სწორედ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე მიგვითითებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ქალების გათავისუფლებისთვის ბრძოლის დასაწყებად. 

There’s Still Tomorrow 2023 წლის ყველაზე წარმატებული ფილმია გაყიდვების მხრივ იტალიაში,  რომის კინოფესტივალზე გამარჯვებულია სამ ნომინაციაში – პროგრესული კინოს ჯილდო, მაყურებელთა პრიზი და საუკეთესი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.

ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ არის (There’s Still Tomorrow)
რეჟისორი: პაოლა კორტელესი (Paola Cortellesi)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 58 წუთი

86/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
დამკვირვებლები (The Watchers)

დამკვირვებლები (The Watchers)

| ემ ნაით შიამალანის ქალიშვილის საშინელებათა ფილმი უღრანი ტყეების

შემდეგი
ბაიკერები (The Bikeriders)

ბაიკერები (The Bikeriders)

| უმიზეზოდ ამბოხებული: ბაიკერების რუტინული ცხოვრების მედიტატიური ექსპლორაცია

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share