აგრო დრიფტი (AGGRO DR1FT) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ტროპიკული ნუარი ჰარმონი კორინისგან, გადაღებული თერმოგრაფიულ ფერებში

“აგრო დრიფტი” ამერიკული ექსპერიმენტული, კრიმინალური ექშენ ფილმია ცნობილი რეჟისორი – ჰარმონი კორინისგან. მსოფლიო პრემიერა “აგრო დრიფტისა” ვენეციის მეოთხმოცე კინოფესტივალზე შედგა 2023 წლის 2 სექტემბერს, ხოლო 2024 წლის 10 მაისს, ფილმი რამდენიმე კინოთეატრში გაუშვეს 1 კვირით. “მე აღტაცებული ვარ. მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ვცდილობდი ფილმი არ გადამეღო. შესაბამისად, არ ვიცი იქნება თუ არა ეს სკანდალი თუ საკუთარი განაცხადი” – განაცხადა კორინმა ლოკარნოს კინოფესტივალზე, ფილმის ტურნეს დროს. ხოლო ტურნეს დასრულების შემდეგ “აგრო დრიფტმა” ციფრული რელიზიც იხილა 28 ივნისს და ის უმეტეს სტრიმინგ პლათფორმაზეა ხელმისაწვდომი.

სიუჟეტი ფილმისა ტრიალებს მელანქოლიური (დაქირავებული) მკვლელის, სახელად – BO-ს (ჟორდი მოლა) ირგვლივ, როდესაც ის ემზადება ერთგვარი დემონური, კრიმინალური ბოსის დასამარცხებლად ფლორიდის მსგავს სამყაროში, რომელშიც დომინირებს ნათელი, ვარდისფერი, კაშკაშა ყვითელი და ღრმა მეწამული ფერთა პალიტრა. თუმცა, ასეთი მინიმალისტური ისტორია ნაკლებად მნიშვნელოვანია “აგრო დრიფტში”. მთავარი განწყობა და ატმოსფეროა. მთავარ როლებში ჟორდი მოლას გარდა, ვხვდებით ცნობილ რეპერ – ტრევის სკოტსაც.

გახსოვთ მტაცებლის (Predator-დან) თერმული ხედვა? ან იგივე თერმული გაჯეტი ვიდეოთამაშიდან Tom Clancy’s Rainbow Six Vegas 2? ან ამერიკული ჰიპ-ჰოპ კოლექტივ ბროკჰემპტონის 2018 წლის ალბომის “Iridescence”-ის ყდა და “J’ouvert”-is მუსიკალური კლიპი იმავე ალბომიდან შესრულებული ასევე თერმულ ფერებში. მშვენიერი. ახლა კი, წარმოიდგინეთ მთელი ფილმი გადაღებული იდენტურ სტილში, 80 წუთის განმავლობაში. “აგრო დრიფტი” კიდევ ერთი ექსპერიმენტული ხუმრობაა, უნიკალური და ამავედროს მომხიბვლელი. მსგავსი სახის ფილმები როგორც წესი, რთულია აღსაქმელად, ეწინააღმდეგება რაიმე ანალიზს ან რეიტინგს, მაგრამ შეუძლებელია თვალის მოწყვეტა. აქვე დავსძენდი რომ, ფილმი ცნობილი ვიდეოთამაშის Hotline Miami-ს უცნაურ, ჯოჯოხეთურ ატმოსფეროსაც აღვიძებს.

დაქირავებული მკვლელი Bo (ჟორდი მოლა) თვლის რომ ის დაბადებულია მოკვლისთვის. მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ამ საქმეში. ყოველი შეკვეთის შესრულებისას და მორიგი მზაკვარი ინდივიდის საიქიოში გასტუმრების შემდეგ ის შვებით აცხადებს, რომ ცოდვილი სულები ჯოჯოხეთში დაიწვებიან. არც Bo არის უცოდველი, რადგან მასში ტრიუმფალური დემონი იმალება. მიუხედავად ამისა, Bo იმედოვნებს რომ, ანგელოზის სახიანი ბავშვები ჩვენზე ბევრად უკეთესი იქნება. ასე და ამგვარად, ჩვენ მთავარ გმირს ავალებენ ერთ-ერთი სახიფათო ბოროტმოქმედის ელიმინაცია დაავალეს, რომელიც გამოირჩევა თავისი ვეებერთელა, მოჭიდავის აღნაგობითა და დემონური ხმით. სამწუხაროდ, Bo-მ მისია ჩააფლავა. ე.წ. თერაპიული მოგზაურობისას ოკეანეში და საკუთარ თავზე დაფიქრების შემდეგ, Bo მეორე მცდელობისთვის ემზადება.

ინფრაწითელი მზის ქვეშ, რომელიც ასახავს ინფრაწითელ “მე”-ს, რეჟისორი ჰარმონი კორინი, ერთ დროს მიწისქვეშა “enfant terrible”, ორმოცდაათი წლის ასაკში თითქოს “მორბილდა”. პროფესიულ წარმატებაზე მისი მამაკაცური წუწუნის მიღმა, ჩვენ ვისმენთ სენტიმენტალურ მონოლოგს ფილმის ლირიკული გმირის Bo-ს მეშვეობით, რომელიც მიმართულია მის შვილებზე, განსაკუთრებით მისი ვაჟის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ Bo-ს უფროსი ქალიშვილიც ჰყავს. მას მიაჩნია, რომ მომავალი თაობა კაცობრიობის ხსნაა. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ AGGRO DR1FT, წარმოიდგინეთ ტერენს მალიკის ფილმი, გაუბრალოებული პოეტურობით და თანაც მალიკი რომ თინეიჯერი იყოს, რომელიც გატაცებულია ბნელი, პროვოკაციური და კონტროვერსიული ვიდეოთამაშებით. თერმული გამოსახულების საშუალებით ვიზუალიზებული ფილმი საინტერესოდ და ამავედროს უცნაურად ასახავს უიმედო აწმყოს წითლად გახურებული სხეულებით, სისხლისფერი წყლით და მაგმის მსგავსი ფერის გზებით. დაქირავებული მკვლელი და ასევე Bo-ს კოლეგა, ზიონიც (ტრევის სკოტი) კი, რომელიც არცერთ წიგნს არ აღიარებს ბიბლიის გარდა, ამხელს თავის ბოროტ მხარეს და გველის ენას.

Bo-ს მოწინააღმდეგე, რომლის მოსაკლავადაც ის მთელი ფილმი ემზადება – დაკუნთული მამაკაცია და ფლობს ერთგვარ ჰარემს, რომელშიც დამწყვდეული ქალები იმყოფებიან, მონების სახით. იგი ხშირად აკეთებს ხოლმე უცნაურ და ენით აუწერელ გამარჯვების ჟესტს, კატანის მონაწილეობით. ეს პერსონაჟი კი ე.წ. “ფინალური ბოსია”, რომელიც არ წარმოადგენს სხვას, თუ არა თავად Bo-ს. კულმინაციისას, AraabMuzik-ის მშფოთვარე, სახასიათო საუნდტრეკის და Adobe-ს აუდიო ბიბლიოთეკის ხმაურის ფონზე, კორინი თამამად აცხადებს: “ღმერთი სიყვარულია”. ეს მარტივი, ბავშვური დასკვნა კი ასახავს კორინის იმ იმიჯს, რომელსაც ის Kids-ის და Gummo-ს შემდეგ ამუშავებდა, რაც ერთგვარი სიმბოლოა დამარცხებული დოპელგანგერის.

საერთო ჯამში, AGGRO DR1FT შეიძლება იყოს სრულყოფილი დისტილაცია და კულმინაცია ყველა ესთეტიური იმპულსის, რაც კორინს ჰქონდა კინოკარიერაში. ჭეშმარიტ ამერიკულ სიჭარბესა და სიმახინჯეში ცურვისას, ეს სურათები ინფრაწითელი გზით დამახინჯებულია ისეთ რაღაცაში, რომლიდანაც რთულია თვალის არიდება მთელი ოთხმოცი წუთის განმავლობაში. ეს არის ნამდვილი dirtbag art: (“ჭუჭყიანი ხელოვნება”) ძნელია რეკომენდაცია, შეფასება და დამოკიდებულია სრულიად მაყურებელზე. თუ მოგწონთ მსგავსი უცნაური ექსპერიმენტული ნამუშევრები, მაშინ “აგრო დრიფტი” თქვენთვისაა. შესაძლოა ფილმი ცინიკური და პრეტენზიულიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ვფიქრობ მან ასევე შეიძლება გადალახოს ერთგვარი “ჩატეხილი ხიდი” ან უფსკრული ფილმისა და ვიდეოთამაშის დიზაინს შორის. (როგორც ჰარმონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა). შესაბამისად ნუ ელით ცხოვრების შემცვლელ კინემატოგრიფიულ გამოცდილებას “აგრო დრიფტისგან”. შეხედეთ ამ ყველაფერს როგორც კონცეფციას ან პროტოტიპს.

აგრო დრიფტი (AGGRO DR1FT)
რეჟისორი: ჰარმონი კორინი (Harmony Korine)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 20 წუთი

Total
0
Shares
წინა
რონინი: დევნის ხელოვნება

რონინი: დევნის ხელოვნება

| საკულტო მანქანებისა და 1998 წლის ექშენ კლასიკის ექსპლორაცია

შემდეგი
კაპიტანი (Io Capitano)

კაპიტანი (Io Capitano)

| სენეგალელი მიგრანტების სასტიკი გზა ევროპისკენ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share