ტორნადოები (Twisters) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

იან დე ბონტის “ტორნადოს” სიქველი 28 წლის შემდეგ: უფრო მეტი ქარიშხლებით, ქაოსითა და თავგადასავლებით

ქეით კუპერი (ედგარ დეიზი ჯოუნსი), რომელსაც ტორნადოს დამანგრეველი შეტაკების შემდგომი ტრავმა დაჰყვება, ისევ უკან ითრევს ღია დაბლობებში მისი მეგობარი ხავი, რათა გამოსცადოს ტორნადოთა სათვალთვალო ახალი სისტემა. მათი გზები მალევე გადაიკვეთება ტაილერ ოუენსთან, მომხიბვლელ, მაგრამ თავქარიან სოციალური მედიის სუპერვარსკლავთან, რომელიც ულევ სიამოვნებას იღებს თავისი ქარიშხლის-დევნის თავგადასავლების გაზიარებით. გაძლიერებული ქარიშხლების სეზონის ფონზე, ქეითი, ტაილერი და მათი კონკურენტი გუნდები იბრძვიან სიცოცხლისთვის, რადგან მრავალი სისტემა იკრიბება ცენტრალურ ოკლაჰომაში.

ზაფხულის ბლოგბასტერთა სეზონი გრძელდება disaster ჟანრის 1996 წლის ამავე სახელწოდების ფილმის მოულოდნელი ცალკემყოფადი სიქველით – Twisters, 28 წლის შემდეგ. რეჟისორი “ტორნადოებისა” ამერიკელი ლი აიზეკ ჩუნგია, რომელსაც მაყურებელი შესაძლოა 2020 წლის დრამით Minari-თ იცნობდეს. Twisters-ის პრემიერა 18 ივლისს შედგა საქართველოს კინოთეატრებში, ხოლო მთავარ როლებში ვხვდებით: დეიზი ედგარ ჯოუნსს, გლენ პაუელს, ენტონი რამოსს, ბრენდონ პერეას, მაურა თიერნისა და საშა ლეინს.

პირველი ფილმი Twister-ის ფრენჩაიზში (თუ შეიძლება უკვე ასე მოვიხსენიოთ) ნორმალურია, საკმარისად სახალისოა, შესაბამისი სპეც ეფექტებით თავისი დროისთვის, მაგრამ პერსონაჟები და სიუჟეტი უბრალო ფონის ხმაურია. ახალ ნაწილში კი მათ ფაქტობრივად შეძლეს ერთ-ერთი ელემენტის გამოსწორება. გმირები Twisters-ში ბევრად უფრო გაფართოებულები არიან და ცოტაოდენი სიღრმეც აქვთ. თანაც, პირველ ნაწილს რომ გადავხედოთ ნარატივის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი რაც მივიღეთ იყო ის რომ, მთავარმა გმირმა – ჯომ, ბავშვობაში დაკარგა მამა ტორნადოს დროს და რომ ჯოსა და ბილის ურთიერთობა თითქმის დამთავრებული იყო, ხოლო ბილი აქტიურად ცდილობდა მოეპოვებინა ჯოს თანხმობა/ხელმოწერა მოეპოვებინა განქორწინების დოკუმენტებზე. და მაინც, სცენარისტებმა კარგად დაწერეს ახალი პერსონაჟები – ქეითი და ტაილერი, რომლის მიმართაც მაყურებელს მალევე უჩნდება სიმპათია. ცხადია ორივე მაინც ჯერ კიდევ მიმზიდველი, ჭკვიანი ხალხია. (რომლიდანაც ერთს არ ასვენებს და მუდმივად დაჰყვება ამინდთან-დაკავშირებული სიკვდილი). მიუხედავად ამისა, ქეითს ბევრად უფრო მეტი სიღრმე ეძლევა, ვიდრე ორიგინალის პერსონაჟებს, ტაილერის გმირის არკაც მშვენივრად და დამაკმაყოფილებლად “იხურება” ბოლოსკენ. ორივე მსახიობი შესანიშნავად ართმევს თავს მოცემულ დავალებას, ქიმიაც ამ ორს შორის დამაჯერებელი და კარგია, შესაბამისად სხვა მსახიობები მათ ირგვლივ მალევე იჩრდილება.

ამინდთან დაკავშირებული ნიუანსები “ტორნადოებში” ბევრად უკეთესად არის წარმოჩენილი და ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან პირველ ფილმს დიდად არ აინტერესებდა ქარიშხლები მათი დესტრუქციული შესაძლებლობების მიღმა. იან დე ბონტს სურდა გადაეღო ბლოგბასტერი, რომელშიც გვანახა თუ რამდენად მასშტაბური შეიძლება ყოფილიყო განადგურების ამსახველი (ციფრული) სპეც ეფექტები. ამ მხრივ, ახალი ნაწილი მეცნიერულად გვაცნობს რა დგას ტორნადოს წარმოქმნის უკან, გვაძლევს საშუალებას დავტკბეთ ბუნების, შტორმთა სილამაზითა და მათი დესტრუქციული უნარით. ფილმში არის ისეთი სცენები, რომლის არსი არა “შეხედე, რა წარმოუდგენლად ძლიერი ქარის “კოშკი” და განადგურებადობა”, არამედ უფრო “შეხედე რა ლამაზი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი”, როგორც ტაილერი (გლენ პაუელი) ხსნის თავის გატაცება/ჰობის ბუნების ამ უცნაური ქარის წარმონაქმნებით. ნგრევადობა არის ის, რაზეც ფილმის ძირითადი აქცენტი კეთდება, ეს ყველაფერი კი ფანტასტიურად გამოიყურება, ინტენსიური რეჟისურით, მართლაც შესანიშნავი CGI-თ (ციფრული ეფექტები) და რაც მთავარია ეს ყველაფერი კარგად არის დაბალანსებული ერთმანეთში.

მიუხედავად ამისა, როგორც “კატასტროფის” ქვეჟანრის ფილმებს სჩვევია, Twisters-ის პრობლემები ისევ და ისევ სიუჟეტს ეხება. ქეითი მიემგზავრება ოკლაჰომაში, რათა დაეხმაროს ძველ მეგობარს თავის ახალ საქმეში, ხოლო გზაზე ის ადრენალინის მაძიებელ, ერთი შეხედვით თავმოყვარე ტაილერს ხვდება და შესაბამისად ქეითი იწყებს ხელახლა ინვესტირებას ქარიშხალთა დევნის იდეაში. გასაგებია. ასე და ამგვარად ფილმი უფრო ნიჭიერ მსახიობთა დუეტსა და ღრმა პერსონაჟებს ეყრდნობა, ვინაიდან ნარატიულად Twisters რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს – არაფერია, ფურცელივით თხელი, როგორც იტყვიან. სადღაც არის ქვესიუჟეტი (subplot) ქონების ღირებულებების შესახებ, ასევე არის საკმაოდ მოსაწყენი და დავიწყებადი მოსაწყენი ანტაგონისტი, რომელსაც დევიდ კორენსვეტი ასრულებს. (მთლად ანტაგონისტი არა, მაგრამ მთელი ფილმი უჟმური და მუდო ტიპის როლშია, რომელსაც შედეგები უფრო აინტერესებს ვიდრე ქარიშხლის მიერ განადგურებული სახლები და ტერიტორია) ასევე ვხვდებით პოტენციურად კორუმპირებულ გუბერნატორს ან ბიზნესმენს, რომელიც იშვიათად ჩნდება ეკრანზე და პრინციპში სულ ეს არის. Twisters-ს წინა ნაწილთან დიდი კავშირი არ აქვს, მაგრამ როგორც რეფერენსი, “აკოპირებს” საკმაოდ დიდ ნაწილს – ვხვდებით ქარიშხლების სათვალთვალო ხელით აწყობილ აპარატს “დოროთის”, და თუ პირველში მეოთხე ვერსია იყო, აქ მეხუთეა. ასევე როგორც წინა ნაწილში, აქაც მთავარი გმირი კარგავს საყვარელ ადამიანს ქარიშხალში, პატარა ქალაქის თითქმის მიწასთან გასწორება და ადგილობრივი (დახურული სივრცის) კინოთეატრის დეკორაციების ნგრევის სცენა (და სხვათაშორის ბევრად უფრო მასიური, ვიდრე პატარა ღია სივრცეში განთავსებული drive-in-ის კინოთეატრი დიდი ეკრანით).

უნდა აღინიშნოს რომ, Twisters გამოირჩევა ორიგინალური იდეებით: საინტერესო სანახავია ტაილერის პერსონაჟის “ინფლუენსერის” ხაზი და როგორ ეწინააღმდეგებოდა ქეითის უფრო მეცნიერულ მიდგომასა და მიზნებს. ქარიშხლები შედარებით ბევრია და ერთ სცენაში ცეცხლიან ქარიშხალსაც კი ვხვდებით. თუ კი წინა ნაწილი ცოტათი შეზღუდული იყო იმდროინდელი სპეც ეფექტებით, აქ ეს შეზღუდვა მოხსნილია და ქარიშხალთა რიცხვი ორჯერ უფრო გაზრდილი და სანახაობრივია. (სამწუხაროდ მფრინავ ძროხებს აქ ვერ ნახავთ, როგორც პირველში). ტემპი ფილმისა შეიძლება ოდნავ ზანტი მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით შუა ნახევარში, სადაც ქეითი თავის სახლში ბრუნდება რაღაც დროით, მაგრამ ამის იქით Twisters საკმაოდ ინტენსიურია, ცოცხალია და მაყურებელი ყოველთვის ჩართულია მომხდარში.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ Twisters საკმაოდ დიდი ნაბიჯია წინა ნაწილისგან და კარგად მოერგო თანამედროვე პერიოდს საინტერესო მიგნებებითა და იდეებით. ცხადია, სრულყოფილი ფილმისგან “ტორნადოებს” ბევრი უკლია, მაგრამ როგორც გასართობი, საპოპკორნე ფილმი “კატასტროფის” ქვეჟანრში, მშვენიერი სამსახიობო დასითა და კარგად გაწერილი პერსონაჟებით – სავსებით კარგი და დამაკმაყოფილებელია. სრული ავთენტურობისთვის კი, ამ ყველაფრის გამოცდას IMAX-ს დარბაზში გირჩევდით, სულის შემძვრელი საუნდ დიზაინის წყალობით.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში, ხოლო ციფრულად 20 აგვისტოს გამოვა

ტორნადოები (Twisters)
რეჟისორი: ლი აიზეკ ჩუნგი (Lee Isaac Chung)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 2 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Childish Gambino – Yoshinoya

Childish Gambino – Yoshinoya

| Album: Bando Stone and The New World

შემდეგი
ცუდი ბიჭები: სიცოცხლის ბოლომდე (Bad Boys: Ride or Die)

ცუდი ბიჭები: სიცოცხლის ბოლომდე (Bad Boys: Ride or Die)

| ძებნილებად ქცეული პოლიციელები: ლოურის და ბერნეტის ახალი თავგადასავლები მაიამის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share