Toro y Moi - Hole Erth - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

Toro y Moi-ის მუდმივი მოგზაურობა ხმებსა და ჟანრებში

6 სექტემბერს ლეიბლ Dead oceans-მა, Chez bear-ის იგივე Toro y moi-ის ახალი ალბომი გამოუშვა. ამერიკელი პროდიუსერის თქმით “HoleErth” მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპოქას მოიცავს. მან ალბომს სახელი სტიუარტ ბრენდის ჟურნალ “Whole Earth Catalog”-ის ინსპირაციით უწოდა და თქვა, რომ ძალიან სურდა ზუსტად სახელწოდება გამხდარიყო სასაუბრო თემა.

ბეარის მერვე სტუდიურ ნამუშევარში 13 “ტრეკია”, მომხიბლავი, ჰიპ-ჰოპის, რეპის, თრეფის და როკ მუსიკის ჟღერადობით. ჩეზი მუდმივად იცვლება და ვითარდება, ექსპერიმენტირებს სხვადასხვა ჟანრებში. ყველაზე მეტად ალბომიდან სამი კომპოზიცია ჰგავს Tori y moi-ს განსხვავებულ მშვიდ და მელანქოლიურ მოგზაურობის დასაწყისს მუსიკაში. Hollywood, Undercurrent და Starlink. ”Hole Erth”-ში თითქოს ყველაფერი ახალია, მაგრამ თან ნაცნობი ნოსტალგიური ხაზი დაჰყვება. არტისტმა აღნიშნა თუ როგორი ორგანულია მისთვის ეს ჟღერადობა. ის ამბობს რომ ელექტრონული მუსიკის სამყაროში ყოველთვის უამრავი რამის შექმნა შეიძლება. “რილიზში” კარგად იგრძნობა ბეარის “ინდი, ლოფაი და ანდერგრაუნდ” საწყისები. პირველი ნაწილი თითქოს უფრო მშვიდი და ერთგვაროვანია, მეორე ნაწილი უფრო დინამიური, შთამბეჭდავი “ლირიქსით და ბითებით”.

ჩეზმა ალბომზე კენი მესონთან, დონ ტოლივერთან, ბენჟამენ გიბარდთან და კევინ აბსთრაქთან ერთად იმუშავა. ეს კოლაბორაციები მრავალმხრივ ჟღერადს და უფრო მიმზიდველს ხდის კომპოზიციებს როგორიცაა “smoke” და “Heaven”.

Toro y mois- ს მუსიკა ყოველთვის სასიმოვნო და საინტერესო მოსასმენია , მნიშვნელოვანი მესიჯებით და მშვიდი ენერგეტიკით. ეს ალბომიც ზუსტად ასეთია.!



Album: Hole Erth
Release date: September 6, 2024
Label: Dead Oceans
Genre: Alternative/Indie

ალბომში 13 ტრეკია 43 წუთი ხანგრძლივობით

Hole Erth ამერიკელი მომღერლის მერვე სტუდიური ალბომია

Total
0
Shares
წინა
სამყაროს დასასრულისგან დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ (Do Not Expect Too Much From the End of the World)

სამყაროს დასასრულისგან დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ (Do Not Expect Too Much From the End of the World)

სამყაროს დასასრულისგან დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ, თუმცა, გქონდეთ რადუ ჟუდეს

შემდეგი
მანქანები ფილმებში – Baby Driver

მანქანები ფილმებში – Baby Driver

მოიმარჯვეთ აიპოდი და მიაჭირეთ გაზს ბოლომდე!

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share