ჰუმანისტი ვამპირი ეძებს გაცხადებულად სუიციდურ ადამიანს (Humanist Vampire Seeking Consenting Suicidal Person) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჰუმანისტი ვამპირი ეძებს გაცხადებულად სუიციდურ ადამიანს (Humanist Vampire Seeking Consenting Suicidal Person)

არიან ლუი-სიზის ზღაპრული ამბავი საშაზე, 68 წლის თინეიჯერ ვამპირზე, რომელსაც ეშვები არ ეზრდება

“ჰუმანისტი ვამპირი ეძებს გაცხადებულად სუიციდურ ადამიანს” არიან ლუი-სიზის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მისი საფესტივალო მოგზაურობაც. რეჟისორის თქმით, “ვამპირების შესახებ კარგი ის არის, რომ ისინი არ არსებობენ, დანამდვილებით შემიძლია ამის თქმა, ამიტომ რასაც გვინდა იმას ვუზამთ მათ.” არიანის ვამპირების სამყაროში არიან სტანდარტული ვამპირები, რომლებსაც ადამიანების მათ მიმართ არანაირი ემპათია გააჩნიათ და როგორც მხოლოდ საკვებს ისე უყურებენ და განსხვავებულები, ვისთვისაც ადამიანებზე ნადირობა დაუშვებელი და წარმოუდგენელია. ასეთია საშა, 68 წლის თინეიჯერი. მნიშნვლოვანია ისიც, რომ არიანთან ვამპირები უკვდავები არ არიან, ისინიც ბერდებიან, თუმცა ნელა, თავიანთი დროით, რადგან მისი მთავარი პერსონაჟისთვის ეშვების ჩამოყალიბება, ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე გადასვლა სიახლე უნდა იყოს, ისევე როგორც ნებისმიერი მოზარდისთვის, როცა ახალ რაღაცებს სწავლობს და დამოუკიდებლობას ეჩვევა.

ვამპირების შესახებ კარგი ის არის, რომ ისინი არ არსებობენ, დანამდვილებით შემიძლია ამის თქმა, ამიტომ რასაც გვინდა იმას ვუზამთ მათ.

არიან ლუი-სიზი

არიანი ყურადღებას ამახვილებს ბავშვობის ტრავმებზეც, რაც საშასთვის დაბადების დღის საჩუქარი, “ძღვენი” კლოუნია, რომელსაც ცერემონიის ბოლოს მისი ოჯახის წევრები საკვებად იყენებენ. მსგავსი თვისებები, წარსული, პაციფიზმი თინეიჯერ ვამპირს ადამიანურ ელფერს სძენს, თუმცა, მეორე მხარეს მისი ცხოველური საწყისებია, რომელიც საჭმელად სისხლს ითხოვს. გაუცხოება თავის თავში და იმედგაცრუება მშობლებში საბოლოოდ მისი სახლიდან “გაგდებით” მთავრდება, ბიძაშვილთან ცხოვრება, რომელიც მკაცრად აკონტროლებს მის კვებით რაციონს, ავალდებულებს მასთან ერთად “ინადიროს” – შეაცდინოს ადამიანები,საშას იძულებულს ხდის იმოქმედოს, რა დროსაც ეკვეთება პოლს, სუიციდისკენ მიდრეკილ ბიჭს. 

პოლი ბოულინგის დარბაზში მუშაობს და ყველგან ბულინგის მსხვერპლია, თითქოს მის ცხოვრებას აზრი აქვს დაკარგული, რის გამოც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს ხვდება საშას, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მისი ეშვები იზრდება, ანუ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ლახავს და ფიზიკურად უკვე მზად არის სისხლის პირდაპირი გზით მისაღებად. თუმცა, აღნიშნული აშინებს მას და გარბის, უფრო მეტად უცხოვდება საკუთარ თავთან, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ადამიანს არასდროს მოკლავდა. მათი მეორე შეხვედრა სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების შეხვედრაზე დგება, სადაც საშას პოლისგან სიტყვიერი დასტური აქვს, რომ შეუძლია საკუთარი მიზნებისთვის, სიცოცხლეს გამოასალმოს, რაც ორივესთვის ხელსაყრელი იქნება. სიკვდილის გზაზე პოლის უკანასკნელი სურვილების ასრულებას იწყებენ, რითაც საშას თითქოს უფრო ნაკლებად უნდა შეეცოდოს ის, თუმცა, პირიქით, მეტად ემპათიური ხდება მის მიმართ. საბოლოო შეთანხმება მათ შორის, ერთგვარი დაჯგუფების შექმნაა, რომელიც ფილმის სათაურს ეხმიანება, ჰუმანისტი ვამპირები ეძებენ სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს, მსგავსი win-win სიტუაცია მარტივი გამოსავალია მათთვის, ვისაც არ სურს მოკვლა და მათთვის, ვისაც სიცოცხლის გაგრძელების არანაირი სურვილი აქვს. 

“ჰუმანისტი ვამპირი ეძებს გაცხადებულად სუიციდურ ადამიანს” coming-of-age ფილმია, რომანტიკული, ზღაპრული ამბავი ვამპირებისა და ადამიანების ურთიერთობაზე, პირველ გამოცდილებებსა და გაუცხოებაზე, ერთგვარ “ამოვარდნილობაზე” ზოგადი ნორმებიდან. მიღებული ჯილდოებიდან აღსანიშნავია საუკეთესო რეჟისორის მიღება კანის კინოფესტივალის სექციიდან Giornate degli Autori, “ჰუმანისტი ვამპირი ეძებს გაცხადებულად სუიციდურ ადამიანს” ასევე შესულია ტორონტოს კინოფესტივალის კანადის 10 საუკეთესო ფილმის სიაში. 

ჰუმანისტი ვამპირი ეძებს გაცხადებულად სუიციდურ ადამიანს
(Vampire humaniste cherche suicidaire consentant)

კანადა 2023

რეჟისორი: არიან ლუი-სიზი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი

72/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
მანქანები ფილმებში – Baby Driver

მანქანები ფილმებში – Baby Driver

მოიმარჯვეთ აიპოდი და მიაჭირეთ გაზს ბოლომდე!

შემდეგი
სუბსტანცია (The Substance)

სუბსტანცია (The Substance)

წლის სენსაცია: კორალი ფარჟას სატირული ბოდი ჰორორი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share