Kaetos-ს სადებიუტო ალბომი და მუსიკალური თვითგამოხატვის გზა
Good morning ასე ჰქვია შოტლანდიელი მომღერლის და მუსიკოსის Kaeto-ს პირველ სინგლს, რომელიც 2022 წლის ნომებრეში მოვისმინეთ, შთამბეჭდავი ვიზუალით და ლირიქსით.
მომღერალი ამბობს რომ მუსიკისთვის ვიდეო კლიპების გადაღება და მათზე მუშაობა მისი ერთ-ერთი საყვარელი პროცესია.
რთულია Kaeto-ს შემოქმედება შეადარო ან მიამსგავსო რომელიმე მუსიკოსას, ის სრულიად არაპროგნოზირებადი, განსხვავებული და ნიჭიერი ინდივიდია.
Dont Ask, Litlle Me და No body – პირველ ალბომამდე ჩაწერილი სამი კოპმოზიციაა, რომლებიც გერმანულ-ბრიტანულმა ლეიბლმა Polydor Records-მა 2023 წლის თებერვალში გამოუშვა.
2024 წლის 20 სექტემბერს ამავე ლეიბლმა გამოსცა ახალგაზრდა მომღერლის სადებიუტო ალბომიც.
ეს არის 27 წუთიანი დახვეწილი ნამუშევარი, რვა კომპოზიციით, თავდაჯერებული და უშფოთველი მუხტით.
“Intro-ზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე რომ ძალიან მგძნობიარე ვარ, მაგრამ მალევე ვიპოვე ამ გრძნობების მართვის გზები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა მუსიკაში, შესაძლებლობა გავიაზრო რა გამიკეთებია და სიტუაციები რომლებშიც ვყოფილვარ, შემდეგ კი გადავაკეთო ეს და შევქმნა რაღაც ლამაზი”. ამბობს არტისტი. ალბომში სამი გამორჩეული ტრეკია- U R MINE , KISS ME და CARRY YOU.
Album: Intro
Release date: September 20, 2024
Label: A Polydor Records / Republic Records Release
Genre: Alternative
ალბომში 8 ტრეკია 27 წუთი ხანგრძლივობით