Willow Smith-ის ბოლო ალბომის დელუქს ვერსია-Ceremonial Contrafact- სამი ახალი კომპოზიციით.
ვილოუ სმიტის მეექვსე სტუდიური ალბომი Empathogen 2024 წლის მაისში ლეიბლმა Three Six Zero და Gamma-მ გამოსცა, საკმაოდ ძლიერი და განსხვავებული მუსიკოსის წინა ნამუშევრებისგან, პოპის, ჯაზის, ბლუზის, პროგრესული როკის ელემენტებით და შთამბეჭდავი ვოკალური სინთეზით.
მუსიკოსმა ალბომის დელუქს ვერსია 27 სექტემბერს გამოუშვა, სახელწოდებით Ceremonial Contrafact (emphatogen deluxe), სამი ახალი ტრეკით Layers, Wanted, To you.
“დიდ დროს ვატარებდი ჩემს ოთახში, საათობით ვუკრავდი, ვმეცადინეობდი და ვვარჯიშობდი მუსიკაში.”
“Empathogen იმდენად განსაკუთრებულია ჩემთვის რომ მინდოდა გამეხანგრძლივებინა ეს მოგზაურობა მსმენელისთვის, ვისთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანი და ძვირფასი გახდა ის.’’-აბომბს მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ვილოუ აღნიშნავს რომ ის უსაზღვროდ ბედნიერია შესაძლებლობით ემუშავა ისეთ მუსკოსებთან როგორებიც არიან – Jon Batiste, St.Vincent, Kamasi Washington, The Roots.
წლების მანძილზე მომღერალმა და მულტი ინსტრუმენტალისტმა, იმოგზაურა უამრავ ჟანრში, გამოსცადა თავისი შესაძლებლობები და საბოლოოდ შექმნა ყველაზე გრძელი და მუსიკალურად დახვეწილი ალბომი რაზეც აქამდე უმუშავია.
R&B-ის და Funk-ის ზეგავლენით, ბასის, დრამის და ფორტეპიანოს საინტერესო შეთამაშებით, არაჩვეულებრივი ვოკალითა და ლირიქსით.
ალბომში კომპოზიციების უმეტესობა თითქოს მოკლე მუსიკალური ჩანახატებია, რაღაც ძალიან ლამაზი და გულწრფელი, ძლიერი მუხტით და ცვალებადი ჟღერადობით.
Symptom of Life, run!, Between I and she, Big feelings – ის გამორჩეული ნამუშვრებია, სადაც იგრძნობა მუსკოსის უსაზღვრო ნიჭი, მელოდიის და რიტმის განსაკუთრებული აღქმა, რომელსაც უდიდესი სიყვარულით და გამბედაობით გვიზიარებს.
მან თითქოს იპოვა თავისი ნიშა, ადგილი მუსიკალურ სამყაროში, სადაც შეუძლია იყოს თავდაჯერებული და თავისუფალი, შექმნას მუსიკა და მუდმივად განვითარდეს.
Album: Ceremonial Contrafact (Empathogen Deluxe)
Release date: September 27, 2024
Label: Three Six Zero Recordings
Genre: Alternative
ალბომში 15 ტრეკია 39 წუთი ხანგრძლივობით