ბერნარდო ბერტოლუჩის Stealing Beauty - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბერნარდო ბერტოლუჩის Stealing Beauty

ლივ ტაილერის სილამაზის ტრანსფორმაცია ფილმში Stealing Beauty

ბერნარდო ბერტოლუჩის 1996 წლის ფილმი “Stealing Beauty” აერთიანებს ხელოვნების, სექსუალობისა და იდენტობის აღმოჩენის პროცესს. სიუჟეტის ცენტრში ექცევა ახალგაზრდა ამერიკელი გოგო ლუსი (ლივ ტაილერი), რომელიც მშობლებისა და საკუთარი თავის ამოსაცნობად იტალიას სტუმრობს. ფილმის მთავარი მიზანი ლუსის მოგზაურობის კვალდაკვალ სილამაზის ისეთი სახით წარმოჩენაა, რაც მხოლოდ მის ფიზიკურ გამომსახვას აღემატება, რასაც ბერტოლუჩი არამარტო ლივ ტაილერის ვიზუალური მშვენიერებითა თუ იტალიის სოფლის ლანდშაპტების, არამედ ლუსის პირადი, სულიერი განვითარებისა და იდენტობის ჩვენებით ახერხებს.

ლივ ტაილერის დახვეწილი პერფორმანსი უმეტესად არავერბალურია – მზერა, სხეულის ენა, ექსპრესიები, რითაც მისი სილამაზე უფრო მეტად სიღრმისეული და გააზრებული ხდება. ლუსის მიზანია მშობლების, დედის წარსულისა და მამის იდენტობის, საკუთარი სურვილების გარკვევა, თუმცა ეს არა ვალიდაციის მისაღებად, არამედ საკუთარი თავთან და ფესვებთან კავშირის დასამყარებლად სჭირდება. მისი შინაგანი მოგზაურობა იმის დასტურია, რომ  ფილმში სილამაზის გადმოსაცემად ვიზუალურ ესთეტიკას ისეთივე ყურადღება ექცევა, როგორც ლუსის ემოციური განვითარების გზას. 

ბერტოლუჩი ტაილერის სახეზე დასაკვირვებლად იყენებს ახლო კადრებს, რაც აუდიტორიას მისი ყოველი მოძრაობისა და გამომეტყველების შესწავლის საშუალებას აძლევს. პერსონაჟის ინტენსიური მზერა, გამორჩეული ხასიათი და სიღრმე მისი თვალების, ანუ ფიზიკურობის მიღმა, მთავარი საშუალებაა ლუსის შინაგანი ემოციების გამოსახატად, რაც მის უმანკო ბუნებას გადმოსცემს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლივ ტაილერი სილამაზის მთავარი სუბიექტი არ არის და იმ მთლიანი სურათის ნაწილს წარმოადგენს, რასაც იტალიური სოფელი, სკულპტურები და ნახატები ქმნის რის გარშემო და რასთან ერთადაც თანაარსებობს მისი ფიზიკური მშვენიერება. აღსანიშნავია ბუნებრივი განათება, დღის შუქისა და ოქროსფერის გამოყენება, რაც ლივ ტაილერს არაამქვეყნიურ, ზღაპრულ პერსონაჟად აქცევს. მზის სხივები და თბილი ფერები, რომელიც მის სახეზე აირეკლება უმანკოებისა და სიწმინდის ვიზუალს ქმნის. ფილმში აქცენტები ყოველთვის ბუნებრივ სილამაზეზე კეთდება, ამიტომ არამარტო მისი სახე, არამედ ტანსაცმელიც ნაკლებად გადატვირთულია, ლივ ტაილერის პერსონაჟი ხშირად ნათელ, ღია ფერის, ჰაეროვან ტანისამოსს ატარებს. ლუსი ბუნების, იტალიური ლანდშაპტების წიაღში, მშვენიერებიდან იშვა და მისი ნაწილია, სწორედ სიმარტივითა და არაამქვეყნიური, ბუნებრივი სილამაზით ერწყმის მას და უმანკო, ხელშეუხებელ არსებად იხატება.

“Stealing Beauty”-ში ლივ ტაილერის მიმზიდველობა მის ფიზიკურ მომხიბვლელობას აღემატება. სილამაზე ასახავს უმანკოებას, ტრანსფორმაციასა და მოგზაურობას, რასაც ქალი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დროს განიცდის. პერსონაჟი თვალს უსწორებს სიყვარულის, ვნების, სურვილების და იდენტობის კრიზისის სირთულეებს და მისი სილამაზე ამ პერსონალური ევოლუციის ანარეკლი ხდება. რაც უფრო მეტს იგებს დედამისის, მამამისისა და თავისი თავის შესახებ, მისი ფიზიკური მშვენიერება ახალ საფეხურზე გადადის.

ბერნარდო ბერტოლუჩი ლივ ტაილერის სილამაზეს, ფილმის მთავარი თემის სიყვარულის, ხელოვნებისა და გარდასახვის, სულიერი ტრანსფორმაციის ბუნების საჩვენებლად იყენებს. ლუსის, როგორც თაყვანისცემის ობიექტად გამოხატვა, რომელიც ამავდროულად საკუთარი თავის აღმოჩენის, გამორკვევის სიმბოლოა, ლივ ტაილერს საშუალებას აძლევს გადმოსცეს ფილმის, როგორც ფიზიკური, ისე სპირიტუალური, სულიერი სილამაზე. 

Total
0
Shares
წინა
Willow Smith – Ceremonial Contrafact (Empathogen Deluxe)

Willow Smith – Ceremonial Contrafact (Empathogen Deluxe)

| Willow Smith-ის ბოლო ალბომის დელუქს ვერსია - Ceremonial Contrafact - სამი

შემდეგი
Ezra Collective – Dance, No one’s Watching

Ezra Collective – Dance, No one’s Watching

| Ezra Collective-ის მესამე ალბომი - Dance, No One’s Watching

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share