The Smile - Cutouts - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჯგუფი The Smile და მათი მესამე ალბომი Cutouts

The Smile არის მუსიკალური პროექტი, რომელიც ჯგუფ Radiohead-ის წევრებმა, ტომ იორკმა და ჯონი გრინვუდმა დრამერ ტომ სკინერთან ერთად შექმნეს. მათი ექსპერიმენტები და შემოქმედება აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს, რომელიც მსმენელში უნიკალურ განწყობასა და ემოციებს აღძრავს.

ბრიტანულმა ლეიბლმა XL Recordings ჯგუფის მესამე ალბომი სახელწოდებით “Cutouts” 4 ოქტომბერს გამოუშვა. კიდევ ერთი შედევრი, ჰიპნოტური, ემოციური, თვითშემეცნებისა და ჰარმონიის მარადიული კლასიკა, კომპოზიციებით, რომელიც ეგზისტენციალურ ფიქრებს, შინაგან წინააღმდეგობებს, სოციალურ და პოლიტიკურ შეხედულებებსა და იმ გაურკვევლობას მიმოიხილავს, რაც თან ახლავს თანამედროვე ქაოტურ სამყაროს.

“Cutouts” ოქსფორდში, Abbey Road Studio-ში, ბენდის მეორე ალბომის “Wall Of Eyes”-ის სესიების პარალელურად ჩაიწერა. ეს არის არტ-როკის, პოსტ-პანკის, ემბიენთის და ჯაზ-როკის სინთეზი, კონტრასტული ატმოსფეროთი, სადაც ყოველი ნამუშევარი შთაგონების წყაროა.

ტრეკი “Foreign Spies” ალბომის ემოციური დასაწყისია, სადაც ინსტრუმენტები მძლავრ პულსაციას ქმნის, “Zero Sum”-ის მელოდია თითქოს სიმძიმის გარეშე მოძრაობს სივრცეში და სიმშვიდის განცდას იწვევს, რომელიც თანდათანობით, დაძაბულ და არაორდინარულ დინამიკას იძენს. “Eyes & Mouth”-ის მსუბუქი და ატმოსფერული მელოდია მელანქოლიასა და სიმშვიდეს ასხივებს. “Tip Toe”- ფრთხილ ნაბიჯებს ჰგავს, სადაც თითოეული ხმა ზედმიწევნით გაზომილია, მინიმალისტური და უნაკლო ჟღერადობით.ალბომი მთავრდება კომპოზიციით “Bodies Laughing”, რომელიც უნიკალური პერკუსიული რიტმებით აერთიანებს მღელვარებას, სიხარულს, აღტაცებას და იდეალურად ასახავს ალბომის სულისკვეთებას.



Album: Cutouts
Release date: October 4, 2024
Label: XL Recordings
Genre: Alternative

ალბომში 10 ტრეკია 44 წუთი ხანგრძლივობით

4.5 rating
4.5/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
უსაზღვრობა (L’immensità)

უსაზღვრობა (L’immensità)

| თავისუფლების ძიება - ემანუელე კრიალეზეს პოეტური დაკვირვება ოჯახსა და

შემდეგი
ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის (Joker: Folie à Deux)

ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის (Joker: Folie à Deux)

მსოფლიო თეატრია, ჩვენ მასში კი, მსახიობები: არტურ ფლეკის ისტორიის გაგრძელება ტოდ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share