Coldplay - Moon Music - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

Coldplay-ის მეათე ალბომი, სახელწოდებით “Moon Music”

საოცრად სენტიმენტალური _ Coldplay (მარცხნიდან): Guy Berryman, Will Champion, Jonny Buckland და Chris Martin. ფოტოგრაფი: Anna Lee

ბრიტანული როკ-ჯგუფის, Coldplay-ის მეათე ალბომი, სახელწოდებით “Moon Music” გერმანულმა ლეიბლმა,  Parlophone 4 ოქტომბერს გამოუშვა. ამავე ლეიბლმა, 2000 წელს გამოსცა ბენდის სადებიუტო ალბომი,   სახელწოდებით “Parachutes”, რომელიც  გრემის მფლობელი გახდა, როგორც წლის საუკეთესო ალტერნატიული ჩანაწერი.

Coldplay-ის მუსიკალური მოგზაურობა საკმაოდ საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაკვირდებით, როგორ შეიცვალა ჯგუფის ჟღერადობა და სტილი. მათი პირველი სამი ალბომი “Parachutes”,  “A Rush Of Blood To The Head” და “X&Y” გამოირჩევა ძლიერი ტექსტებით, მელოდიური ატმოსფეროთი, მელანქოლიური და ემოციური განწყობით და სრულიად განსხვავდება დღევანდელი  ნამუშევრებისგან. ჯგუფის ბოლო რამდენიმე ალბომი  უფრო “მსუბუქია”, მარტივად მოსასმენი და დასამახსოვრებელი პოპ-მუსიკა, რომელიც ნაკლებადაა კონცენტრირებული სიღრმეებზე და შექმნილია ფართო აუდიტორიისთვის.

“Moon Music” ამის ნათელი მაგალითია. მას აკლია სიღრმე, ინტენსიურობა, დინამიკა, ემოციურობა და გაჯერებულია მარტივი ტექსტებით. თითქოს დრო, როდესაც Coldplay-ის მუსიკა ასე პირდაპირ და ღრმად გვეხებოდა, აღარ არსებობს, თუმცა, ეს ცვლილება ბევრი მსმენელისთვის მაინც მიმზიდველია.

ალბომის პირველი კომპოზიცია სახლწოდებით “MOON MUSiC” ყველაზე მეტად ჰგავს ჯგუფის ძველ მუსიკას, დანარჩენი ტრეკები კი სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდება, ეს არის “ჰიტების” შექმნის მცდელობა, რაც  წარმატებულია და მსოფლიოს უდიდეს სტადიონებს ავსებს. ერთ-ერთი ასეთი ჰიტია “WE PRAY”, რომელიც პირველად 23 აგვისტოს მოვისმინეთ.

მეათე სტუდიურ ნამუშევარში ბევრი კოლაბორაციაა, ისეთ მომღერლებსა და მუსიკოსებთან, როგორებიც არიან Jon Hopkins, Burna Boy, Little Simz, Ayra Starr, TINI, Elyanna. ამ თანამშრომლობით იგრძნობა ჯგუფის ძალისხმევა, უფრო მასშტაბური, მრავალფეროვანი და კოპმლექსური გაეხადა ალბომი, რომელიც აერთიანებს  პოპ-როკს, ემბიენთს, ჰიპ-ჰოპს, პოპს და EDM-ს.

შეიძლება ითქვას, რომ “Moon Music”-ის მთავარი თემა სიყვარული და მისი მრავალმხრივი გამოხატულებაა, როგორც უნივერსალური ენერგია, რომელიც აერთიანებს კაცობრიობას და მას სამყაროში თავისი ადგილის პოვნაში ეხმარება.



Album: Moon Music
Release date: October 4, 2024
Label: Parlophone Records Limited
Genre: Alternative

ალბომში 11 ტრეკია 44 წუთი ხანგრძლივობით

3.5 rating
3.5/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის (Joker: Folie à Deux)

ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის (Joker: Folie à Deux)

მსოფლიო თეატრია, ჩვენ მასში კი, მსახიობები: არტურ ფლეკის ისტორიის გაგრძელება ტოდ

შემდეგი
Strange Darling

Strange Darling

Love Hurts: უილა ფიცჯერალდისა და კაილ გარნერის მაგნიტური დუეტი ჯეი თი მოლნირის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share