Dua Saleh - I Should Call Them - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სუდანელი არტისტის, დუა სალეს პირველი ალბომი სახელწოდებით “I SHOULD CALL THEM”.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებული, წარმოშობით სუდანელი მსახიობი, მხატვარი, პოეტი და მომღერალი დუა სალე, მაყურებელმა სერიალ “Sex Education”-იდან გაიცნო, სადებიუტო როლით, სადაც მისი პერსონაჟი არაბინარული კალ ბოუმენია.

ბოლო რამდენიმე წელია, მსახიობობის პარალელურად, დუა აქტიურად წერს სიმღერებს. კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა სადებიუტო EP -იმ სახელოწდებით “Nur”, რომელიც 2019 წლის იანვარში გამოვიდა.

არტისტის სადებიუტო ალბომი, სახელად “I SHOULD CALL THEM” ამერიკულმა ლეიბლმა “Against Giants”-მა 11 ოქტომბერს გამოუშვა. ჩანაწერი ძალიან გულწრფელი და მიმზიდველია, ემოციური ლირიქსით, რბილი და სასიამოვნო ატმოსფეროთი, რომელიც აერთიანებს ალტერნატიულ R&B-ის, რეპს, ნეო-სოულს, პოპს და ჰიპ-ჰოპს.

ალბომი ასახავს არტისტის პირად გამოცდილებებს და ეხება ისეთი საკითხებს, როგორიცაა გენდერული იდენტობა, მიუღებლობა და სამართლიანობისთვის ბრძოლა.

ჩანაწერის პირველად მოსმენისას, ჩნდება განცდა რომ დუას ხმა, ბიტები და მუსიკალური სტილი, თითქოს რაღაცით ჰგავს SZA, H.E.R. და Kelela-ს ჟღერადობას, თუმცა ეს განცდა მალევე ქრება და ხვდები რომ მისი მუსიკა სრულიად განსხვავებული და უნიკალურია.

ალბომში მოისმენთ კოლაბორაციებს საინტერესო ახალგაზრდა არტისტებთან, როგორებიც არიან Sid Sriram, Serpentwithfeet, Ambre და Gallant. ეს ჩანაწერი საკმაოდ თამამია, ვოკალურად სასიამოვნო და შთამბეჭდავი, სხვადასხვა ტექსტურით და განწყობით გაჯერებული, ერთდროულად ინტიმური და სოციალურ ცნობიერებაზე მიმართული.
კომპოზიციები “Bo Beep”, “Pussy Suicide”, “Playing Games”, “Television” და “Coast” განსაკუთრებულად უსვამს ხაზს დუას გულწრფელობას და ინდივიდუალურ ხედვას. ალბომის ბოლო, ყველაზე გრძელი კომპოზიცია “2exited”, თითქოს შემაჯამებელი ძლიერი დასასრულია, მღელვარე და ინტენსიური მუხტით.



Album: Moon Music
Release date: October 11, 2024
Label: Ghostly International
Genre: Alternative

ალბომში 11 ტრეკია 33 წუთი ხანგრძლივობით

3.5 rating
3.5/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
შვილები (Daughters)

შვილები (Daughters)

| ცეკვისა და შეხების მნიშვნელობა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მამების

შემდეგი
ღიმილი 2 (Smile 2)

ღიმილი 2 (Smile 2)

ღიმილიანი ჰორორის სიქველი: დიდება წარმავალია, მაგრამ შიში რჩება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share