სიყვარულის ბუნება (The Nature of Love) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მონია ჩოკრის ფრანგულენოვანი ფილმი – სიყვარულის ფილოსოფიური გააზრება

მონია ჩოკრის ფრანგულენოვანი კანადური ფილმი “სიყვარულის ბუნება” ახალგაზრდა ქალის, სოფიას პროფესიული და პირადი ცხოვრების მაგალითზე აღწერს სიყვარულს და ფილოსოფოსების მოსაზრებების პარალელურად ხსნის მის ბუნებას. 

სოფიას ათწლიანი თანაცხოვრება აკავშირებს თავის პარტნიორ ქსავიერთან, თუმცა, მათი ურთიერთობა თითქოს დისტანციური და ერთფეროვანია. წყვილს ცალ-ცალკე სძინავს და მათი საუბრები ძილისწინ კარსმიღმა გადაძახილებია, რაც არანაირ კავშირს ან სიახლოვეს არ გამოხატავს. ასეთივეა მათი ცხოვრება, ერთნაირი სოციალური სტატუსი აქვთ, ბევრი სალაპარაკო მწერლებსა და ფილოსოფოსებზე, თუმცა, ერთმანეთის მიმართ, როგორც შეყვარებული წყვილი ინტერესს არ გამოხატავენ. 

სოფია ფილოსოფიის ლექტორია და სიყვარულის შესახებ კითხულობს ლექციებს, რას ამბობენ ცნობილი ავტორები სიყვარულზე, სურვილზე, ურთიერთობებზე, როგორ იმართება ადამიანი ვნებებით და როგორ ან რატომ ინარჩუნებენ თუ კარგავენ წყვილები ერთმანეთის მიმართ სულიერ თუ ფიზიკურ ინტერესს. 

სოფიასა და ქსავიერის ცხოვრებაში ჩნდება კაცი, რომელიც თითქოს არაფრით გამორჩეულია, თუმცა, ახერხებს ქალის ყოველდღიურობაში ხალისის შეტანას. სილვანი წყვილის საზაფხულო შატოს ხელოსანია და ფილმში გამოჩენისთანავე იმ ქარიზმას ფლობს, რაც სოფიას პარტნიორს არ აქვს, მასკულინური, აქტიური, მოხერხებული და რაც მთავარია სექსუალური ქალისთვის, რომელსაც მოსაწყენი ცხოვრება აქვს. 

“სიყვარულის ბუნებაში” კაცი და ქალი სტერეოტიპული როლებიდან ამოვარდნილები არიან. სასიყვარულო სამკუთხედებში, როგორც წესი, კაცები არიან ახალი ურთიერთობების ინიციატორები და ღალატობენ ქალებს, თუმცა, ჩოკრის განმარტებით, ადგილი, სადაც ის დაიბადა და ფილმში მოვლენები ვითარდება, გამოირჩევა დამოუკიდებელი, თავისუფალი ქალებით, რომლებიც თავიანთი სურვილებითა და მისწრაფებებით იმართებიან. “სოფია ხდება ის, ვისაც რაღაც სურს და არა პირიქით, როგორც ხშირად წარმოაჩენენ ხოლმე ქალ პერსონაჟებს, პასიურ ადამიანად, რომელიც სურვილის, ვნების ობიექტია,” – ამბობს რეჟისორი, ამიტომ მაყურებელი სილვანს აკვირდება სოფიას თვალებით და არა პირიქით ქალს, რომლის მიმართაც კაცის მზერაა მიპყრობილი. 

მონია ჩოკრის ფილმი შთაგონებულია ფილოსოფოსთა ნააზრევებით სიყვარულის შესახებ, რომელიც სოფიას ლექციების სახით მიეწოდება მაყურებელს, რაც თითქოს მის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე აკეთებს კომენტარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩოკრი სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და პერიოდის ფილოსოფოსების აზრებს გვაცნობს, რაც სიყვარულს განსხვავებული რაკურსით გვაჩვენებს. “როგორც ვლადიმირ იანკლევიჩი ამბობს, სიყვარული ისეთი რამ არის, რაზეც უარის თქმა არ შეგვიძლია, თუმცა, ამავდროულად ფრანგულად “aimer” (“გიყვარდეს”) მოქმედების აღმნიშვნელი ზმნაა, გიყვარდეს ნიშნავს აკონტროლებდე ამ ქმედებას. სიყვარული მოქმედებაა, რომელსაც შენ ირჩევ,” – ამბობს ჩოკრი და ფილმის განმავლობაში სოფია ცდილობს გაერკვეს რა მართავს მის სურვილებს. 

“სიყვარულის ბუნებაში” მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სოციალურ სტატუსსა და მის გავლენას ყოველდღიურ ურთიერთობებზე, რაც სოფიასა და სილვანის კავშირის ბედის გადამწყვეტი ასპექტია. აღსანიშნავია ის, რომ ფილმში არსებული რეალობისთვის არა ფული, არამედ კულტურა კარნახობს ადამიანს ვინ არის მისი წრისთვის პატივსაცემი და ვინ არა. ჩოკრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სილვანი მეწარმეა და სოფიასთან შედარებით ბევრს გამოიმუშავებს ის მაინც ამოვარდნილი და მიუღებელია სოფიას (უნივერსიტეტის პროფესორი) სოციალური წარმომავლობისგან, რადგან “გაუნათლებელი” და “არაპოლიტკორექტულია.”

“სიყვარულის ბუნების” პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, César Awards-ზე ფილმს მოპოვებული აქვს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდო. მონია ჩოკრი ბოლო ნამუშევრით აკეთებს კომენტარს ქალის თავისუფლებისა და სოციალური სტატუსის დამკვიდრების საკითხზე და მნიშვნელოვან კვლევას გვთავაზობს სიყვარულის წარმომავლობისა და მისი ხასიათის შესახებ.

სიყვარულის ბუნება (The Nature of Love)
საფრანგეთი, 2023
რეჟისორი: მონია ჩოკრი (Monia Chokri)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი

79/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
დღის გმირი ქალი (Woman of the Hour)

დღის გმირი ქალი (Woman of the Hour)

| ანა კენდრიკის პირველი ფილმი The Dating Game Killer - ის შესახებ

შემდეგი
ვენომი: უკანასკნელი ცეკვა (Venom: The Last Dance)

ვენომი: უკანასკნელი ცეკვა (Venom: The Last Dance)

| ქარიზმატული დუეტის სენტიმენტალური განშორება უცხოპლანეტელი სიმბიონტის ახალ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share