თელმა (Thelma) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

94 წლის ჯუნ სქუიბი ჯოშ მორგოლინის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში

ჯოშ მორგოლინი თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საკუთარ გამოცდილებას იყენებს, ნამუშევარს ბებიამისს, თელმას უძღვნის და ფაქიზად, სიყვარულით ეპყრობა მთავარ პერსონაჟს, რომელსაც მის სახელს უნარჩუნებს. ინტერვიუებში ამბობს, რომ სცენარის წერის დროს ფიქრობდა, როგორ მოიქცეოდა ბებიამისი კონკრეტულ სიტუაციებში, რამაც გაამრტივა პროცესი და შეუნარჩუნა მას ბუნებრივობა და გულწრფელობა.

“თელმას” მთავარი პერსონაჟი მოხუცი თელმაა, რომელიც 2 წლის წინ დაქვრივდა და დღეებს სტანდარტულად სახლში ატარებს, ტელევიზორის ყურებაში, ქსოვასა და მსგავს აქტივობებში, ცდილობს გაერკვეს როგორ მუშაობს კომპიუტერი, თავისი შვილიშვილის დახმარებით სწავლობს მეილზე შეტყობინებების გაგზავნას, ვიდეოების მოძებნას. დენი ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც ყოველდღიურად ლაპარაკი და დროის გატარება შეუძლია. თელმას მშვიდ ცხოვრებას სატელეფონო ზარი არღვევს, მისთვის უცნობი ხმა ამტკიცებს, რომ დენია, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა, ციხიდან რეკავს და სასწრაფოდ ითხოვს 10000$-ს. ანონიმური შეტყობინების შემდეგ თელმა ვერავისთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, რადგან მისი სხვა ოჯახის წევრები, შვილი და სიძე, დაკავებულები არიან, საგულდაგულოდ გადანახულ ფულს აგროვებს და მითითებულ მისამართზე აგზავნის. მოგვიანებით მათთან კომუნიკაციის შემდეგ ირკვევა, რომ “სქემინგის” მსხვერპლია და პოლიცია, რა თქმა უნდა, არანაირი ნაბიჯის გადადგმას აპირებს პრობლემის გამოსაძიებლად. 

ფილმის დასაწყისში ტელევიზორში “Mission: Impossible” არის ჩართული და თელმა აღტაცებულია როგორ გარბის ტომ კრუზი, რაც მოგვიანებით, მისთვის შთამაგონებელი და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდება, თავად გამოიძიოს საქმე და დაიბრუნოს ის, რაც წაართვეს. “თელმას” მუდმივად კომედიური განწყობა მიყვება, თუმცა, ამავდროულად სევდიანი ეპიზოდებიც გვხვდება, სადაც მოხუცი პერსონაჟები აღმოაჩენენ, რომ მათი მეგობრები გარდაიცვალნენ და აღარავინ ჰყავთ წარსულიდან, ან მომენტები, როცა დენი საკუთარ თავსა და წარუმატებლობაზე ლაპარაკობს და ვერ ხვდება როგორ უნდა გამოასწოროს ცხოვრება მაშინ, როცა არანაირი პროფესიული უნარი თუ ინტერესი არ გააჩნია. 

თელმა დასახმარებლად, უფრო მეტად კი “სარგებლის მისაღებად” ძველ მეგობარს მიმართავს. ბენი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ფლობს ყველაზე მნიშვნელოვან ნივთს, ადაპტირებულ მოპედს, რის გამოც მისი მისიის მონაწილე ხდება. თელმას სურს დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლია საკუთარი პრობლემების მოგვარება. კომედიურ ფილმში action-ის ჟანრი შემოდის, სადაც ორი მოხუცი ადამიანი მოპარული იარაღით უთვალთვალებს და მიყვება პოტენციურ დამნაშავეს. 

მნიშვნელოვანია, რომ ჯოშ მარგოლინისთან მოხუცების თითოეული ქმედება, ნელი მოძრაობა, კომპიუტერის კლავიატურაზე წერა, გაქცევა თუ საწოლზე ან კიბეებზე მოუხერხებლად ასვლა არასდროს ხდება კარიკატურული, როგორც სტანდარტულად ასაკში შესული ადამიანების მოქმედებები გამოიხატება ხოლმე. ფილმის მთავარი მონაპოვარი სენტიმენტალური განწყობა და სურვილია დაურეკო ბებიას ან ბაბუას, მოგინდეს მათთან კომუნიკაცია და დროის გატარება.

“თელმას” პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ჯოშ მორგილინიმ 94 წლის ჯუნ სქუიბისა და მალკოლმ მაკდაუელის დახმარებით შეძლო შეუდარებელი კომედიური ფილმის შექმნა მოხუცებზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანებში ახალგაზრდული სულისკვეთება და შემართება არასდროს იკარგება.

თელმა (Thelma)
აშშ, 2024
რეჟისორი: ჯოშ მორგოლინი (Josh Margolin)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 38 წუთი

82/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ანორა (Anora)

ანორა (Anora)

რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში: კონკიას ტრაგიკომედიური ზღაპარი შონ ბეიკერის

შემდეგი
The Cure – Songs of a Lost World

The Cure – Songs of a Lost World

| The Cure და "დაკარგული სამყაროს სიმღერები"

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share